Friday, June 20, 2014

Foursquare

Foursquare-, ან როგორც მას შემოკლებით უწოდებენ 4sq-, ისტორია 2009 წელს დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში გაეშვა მისი პირველი ვერსია. აპლიკაციის შექმნელებმა დენის კროულიმ და ნავინ სელვადურაიმ ერთმანეთი 2007 წელს, ნიუ-იორკში გაიცნეს, Foursquare შექმნის იდეა კი ერთი წლის შემდეგ, დენისის სამზარეულოში გაუჩნდათ. სხვათა შორის, აპლიკაციას საკუთარი დღეც აქვს - 16 აპრილი და ეს თარიღი 2010 წლიდან აღინიშნება. აპლიკაცია მთელ მსოფლიოში პოპულარულია: მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, მას 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და 5 მილიარდზე მეტ ჩექინს აერთიანებს. ცხადია, ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.


Fousquare იმ მოწყობილობებზე მუშაობს, რომლებსაც GPS ნავიგაცია აქვთ. ამჟამად ის თითქმის ყველა მობილურ პლატფორმასთანაა თავსებადი. რაც შეეხება აპლიკაციის ფუნქციონალს, მისი დახმარებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რუკაზე საკუთარი ადგილმდებარეობა იპოვონ, აღნიშნონ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „დაჩექინდნენ“, გაუზიარონ ის მეგობრებს, დატოვონ საკუთარი კომენტარები, მინიშნებები და ასევე, თავადაც გაეცნონ სხვების რეკომენდაციებს. მოკლედ, ეს სასარგებლო აპლიკაციაა, ერთგვარი სოციალური გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ ყველგან - კაფეში კერძის შერჩევისას, Wi-Fi- პაროლის გასაგებად თუ სხვა ქვეყანაში, სასურველი ადგილის ძებნისას.

Fousquare მომხმარებლების აქტივობაზეა დაფუძნებული, მის კონტენტს ჩვეულებრივი ადამიანები ქმნიან: „ჩექინდებიან“, შეფასებებსა და მინიშნებებს ტოვებენ, ახალ ადგილებს ამატებენ და სანაცვლოდ, სტიმულის სახით ციფრულ ჯილდოებს - ქულებს, ბეიჯებს და მერის სტატუსს იღებენ. ჰო, Foursquare-ზე რომელიმე ადგილის მერი რომ გახდეთ, საარჩევნო კამპანია და არჩევნები აუცილებელი არ არის: ამისთვის საკმარისია ბოლო 60 დღის განმავლობაში ამ კონკრეტულ ადგილას სხვებზე ხშირადდაჩექინდეთ“. სტატუსი მანამდე შეგინარჩუნდებათ, სანამ სხვა მომხმარებელი ასევედაჩექინებითარ გადაგაჭარბებთ. ცხადია, ყველა ეს ჯილდო პირობითია, თუმცა მომხმარებლებს შორის შეჯიბრებითობას ნამდვილად ქმნის, აპლიკაციას კი ერთგვარი სოციალური თამაშის ელფერს აძლევს.

Foursquare- ერთ-ერთი განსაკუთრებულად სასარგებლო ფუნქცია Explorer-ია, რომელიც სხვადასხვა ადგილების შემოთავაზებით პერსონალურ რეკომენდაციებს იძლევა. სერვისი ითვალისწინებს დღის მონაკვეთებსაც, მაგალითად, საუზმის ან ლანჩის დროს ახლომახლო მდებარე კაფეებს გთავაზობთ, საღამოს კი - ბარებსა და ღამის კლუბებს. ფუნქციას ახლავს დამატებითი ფილტრებიც, რომლებიც სასურველი ადგილის კიდევ უფრო მარტივად მოძიების საშუალებას იძლევა და ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ყოფნისას.

No comments:

Post a Comment