Friday, June 20, 2014

ქართული ღვინო

 
   ქართული ღვინო თავის ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. მევენახეობით ყველაზე განთქმული საქართველოს რეგიონებს შორის კახეთი, ქართლი, იმერეთი და რაჭა-ლეჩუმია. დღესდღეისობით საქართველოში დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის ღვინო, აქედან 14 კახეთში დანარჩენი კი ქართლში, იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
  თეთრი ღვინის 13 ნაირსახეობა არსებობს წითელისა კი 10. საქართველოში სახლში დამზადებული ღვინის ფასი გაცილებით იაფია ვიდრე ქარხანაში ჩამოსხმულის. საზღვარგარეთი კი ქართული ღვინის მაღალ ფასზეც ალაპარაკდა თუმცა ქართველი მწარმოებლების თქმით ჩვენი ღვინო არაფრით ჩამოუვარდება ევროპულს. და მაინც რაში მდგომარეობას ქართული ღვინის უნიკალურობა?
 ღვინის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ყურძნის ხარისხთან. შეუძლებელია იმაზე უკეთესი ღვინის დაყენება ვიდრე დამუშავებული ყურძენია. თუმცა თუ მეღვინე არც ისეთი კარგია საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ცუდი ღვინის დაყენება არ გაუჭირდება. პირველ რიგში და რაც უმთავრესია ესაა თუ როგორ გადავამუშავებთ ყურძენს რასაც შემდეგ დუღილი მოყვება.
დუღილი 1-დან 3 კვირამდე მიმდინარეობს. წითელი ღვინისგან განსხვავებით თეთრის დუღილი შესაძლოა  5 კვირამდეც გაგრძელდეს, რის მეშვეობითაც არომატით მდიდარ პროდუქტს მივიღებთ. კახური ტიპის თეთრი ღვინის  დაყენების ტექნოლოგია გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, რაც მდგომარეობს დუღილის პროცესში არამხოლოდ ყურძნის მაგარი ნაწილების  მონაწილეობაში, არამედ მათზე დუღილის დასრულების შემდგომ ღვინის დავარგებაში გაზაფხულის პირამდე, სითბოს დადგომამდე.
  კახური ტიპის თეთრი ღვინის დასაყენებლად საუკეთესო ჭურჭლად ტრადიციული ქვევრი მიიჩნევა. მისი მიწაში ჩაფლულობითა და კონუსისებური ფსკერით, რაც საშუალებას იძლევა  მთელი წლის განმავლობაში ღვინის თანაბარ ტემპერატურაზე შენახვის.
    საქართველოში საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია "Rose"-ს ტიპის ღვინო. ეს ღვინო გამოირჩევა მჟავიანობითა და ის თეთრი და წითელი ღვინის შერევითაც შეიძლება დამზადდეს. მას საზაფხულო ღვინოსაც ეძახიან.
   გაყიდული ღვინის რაოდენობა იზრდება ბაზარი ვითარდება თუმცა საქართველოში ღვინის პროფესიონალური მარკეტინგი მაინც არ არსებობს. ამის მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლის მოთხოვნის პრიორიტეტების არასწორი შეფასება, რეკლამების სიმცირე და ქართული ღვინის მოხმარების დაბალი კულტურა. ქართველი მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში ღვინის არჩევისას ითვალისწინებს არა მის ხარისხს არამედ ბოთლს, ეტიკეტსა და ფასს. სწორდ აქ სჭირდებათ მწარმოებლებს ყურადღების გამახვილება რათა მათი პროდუქცია უფრო გაყიდვადი იყოს. აუცილებელია შეიქმანს თვალშისაცემი დიზაინი, ადვილად დასამახსოვრებელი სახელი, შესაბამისი ფასი და რა საკვირველია რეკლამაც. ქართველ მწარმოებლებს თუ სურთს საკუთარი პროდუქცია უფრო წარმატებულად გაყიდონ აუცილებელია თანხები მარკეტინგისათვისაც გაიმეტონ.
 



No comments:

Post a Comment