Friday, June 20, 2014

„უახლოეს მომავალიში წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფერმერები გვეყოლებიან“ – კოტე სვანაძე

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნითკომპანიაკარტლის”-ს და საქართველოს საპატრიარქოს აგრობიზნესის ინოვაციურ ცენტს შორის რამდენიმე დღის წინ მემორანდუმი გაფორმდა.
როგორცღონისძიებაზე აღინიშნა, მემორანდუმი ახალგაზრდების სოფლის მერნეობისსპეციალისტად აღზრდას ითვალისწინებს.
თუ რა პროექტზეა საუბარი, რა არის მისი მთავარი მიზანი, ვინ არიან პროექტის პარტნიორები ამ საკითხებით  „თბილისი თაიმსი“  დაინტერესდა და  კითხვებით აგრობიზნესის ინოვაციურიცენტრის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე სვანაძეს მიმართა.

ბატონო კოტე, როდის დაიწყო პროექტი „გახდი ფერმერი“ და რამდენი ხანი გაგრძელდება?
პროექტი დაიწყო 2013 წლის ზაფხულში, როდესაც პატრიარქმა მის ერთ-ერთ ქადაგებაში გამოაცხადა, რომ ფუძნდება ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამ დღიდან მოყოლებული მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მე დამევალა ამ ცენტრის ხელმძღვანელობა, რის შემდეგად ჩვენ გუნდთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი „გახდი ფერმერი“, რაც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კვალიფიკაციურ მომზადებას სოფლის მეურნეობის დარგში. ეს პროექტი გულისხმობს ისეთი მოდელისა და მოდულის შექმნას, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ არის, გარკვეული სტილის KNOW HOW-ს პროგრამას ვადგენთ ჩვენ და ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად საშუალება ექნებათ თავიანთი თეორიული ცოდნაც გაიღმავონ და ძირითადად მთელი აქცენტი გამახვილებული იქნბება ჩვენს მეურნეობაში პრაქტიკული მეცდაინეობების ჩატარებაზე. რაც შეეხება პროექტის სპეციფიკას, პროექტი არის 2 წლიანი, 2+1 ასე რომ ვთქვათ. პირველ წელს შერჩეული ახალგაზრდები თეორიულ კურსს გაივლიან აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე.  მათი ლექტორების დახმარებით შევადგინეთ შესაბამისი თეორიული კურსის სილაბუსი. ხოლო პრაქტიკულ კურს ისინი გაივლიან კომპანია „კარტლისის“ მეურნეობებში, რომელიც საქართველოს აგრო სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ასევე ამ კომპანიის სპეციალისტები ახალგაზრდებს ერთი წლის განმავლობაში გადაამზადებენ, რომ იყვნენ მომავალი პრაქტიკოსი ფერმერები. მეორე წელს უკვე ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის რეალიზების საშუალება ექნებათ საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ მიწაზე, რომელიც იქნება სადემონსტრაციო მეურნეობა თეთრიწყაროს რაიონში. მათ ექნებათ საშუალება მიღებული ცოდნით გამოიყვანონ ის მოსავალი, რომელზეც ვართ ორიენტირებული, საუბარი არის მარცვლეულ კულტურაზე: ხორბალი, სიმინდი. პილოტური მოდელის დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ რომ აღნიშნულ პროექტს გავაფართებთ და გადავიტანთ იმ დარგებში და იმ რეგიონებში, რომლებზეც საქართველოში მეტნაკლებად მოთხოვნილებაა
ვინ არიან ამ პროექტის პარტნიორები?
პროექტის პარტნიორები არიან: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „განათლების და მეცნიერების სამინისტრო“, „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“, ასევე ოთხი მუნიციპალიტეტი: თეთრიწყარო, წალკა, ახალქალაქი, დმანისი. ასევე ჩვენი პარტნიორი ბიზნეს კომპანიები არიან: კომპანია „კარტლისი“, კომპანია „ლომთაგორა“, რომლებიც აწარმოებენ ხორბალს და ახდენენ მის სელექციას.  ასევე ამ პროექტში ჩართულები არიან, მეცნიერებათა აკადემია და მათი სპეციალისტები, უცხოური ფონდები. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში პარტნიორული ურთიერთობები დავამყაროთ კომპანია „ბი პი“- სთან და სხვადასხვა საელჩოებთან, რომლებიც აღნიშნული ტიპის პროექტების მხარდაჭერით არიან დაინტერესებული.
პრაქტიკული მეურნეობისათვის სად შეირჩა ადგილები?
პრაქტიკული მეურნეობისათვის საპატრიარქომ ჩვენ გამოგვიყო 110 ჰექტარი მიწა თეთრიწყაროს რაიონში სოფელ ალექსევკაში, ეგრეთწოდებულ ლიპის ტბის ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არის თბილისთან ახლოს, არის უნიკალური ადგილი და იძლევა საშუალებას, რომ შევქმნათ სადემონსტრაციო მეურნეობა თითქმის ყველა დარგში, მათ შორის ჩვენ უახლოეს მომავალში ვფიქრობთ დავამატოთ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სადემონსტრაციო ფერმების გაკეთებაც.
რამდენი მსურველი იქნა შერჩეული?
მსურველები შევარჩიეთ რამდენიმე რეგიონიდან. ძრითადად არიან; დმანისის, წალკის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან შერჩეული ახალგაზრდები, რომლებმაც კონკურსი გაიარეს. შერჩეული ახალგაზრდების რაოდენობა 15 დან 20 – მდეა და ისინი საპილოტე პროგრამას გაივლიან.
რამდენად პროფესიონალი პედაგოგები შეასწავლიან დაინტერესებულ ახალგაზრდებს?
რაც შეეხება პროფესიონალ პედაგოგებს – ძირითადად ჩვენ ორიენტირებული ვართ მაღალი ხარისხის მოდულის შექმნაზე. ჩვენს რედ-კოლექტივში ჩართულები არიან აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები და მეცნიერებათა აკადემია. ასევე დავამყარეთ კავშირი უცხოელ ექსპერტებთან და წლის გნმავლობაში იგეგმება რამდენიმე სპეციალისტის ჩამოყვანა უცხოეთიდან, მათ შორი არის  ისრაელი და გერმანია – მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს.  ამ ახალგაზრდებს ასევე შეასწავლიან ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც ამ დონის კვალიფიკაციის მატარებლები არიან.
რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი?
პროექტი „გახდი ფერმერის“ მთავარი მიზანია, მოხდეს სოფლად მყოფი ახალგაზრდების, პირველ რიგში სოფლის მეურნეობის დარგში განათლება, მოხდეს ამით ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, რაც გარკვეულ წილად ხელს შეუწყობს მიგრაციის შეჩერებას. ასევე ჩვენი მიზანია ის, რომ იმ ახალგაზრდებს   რომლებსაც ექნებათ ის ცოდნა რა ცოდნასაც ჩვენ მივცემთ, ამით მათ ექნებათ საშუალება კონკურენტუნარიან გარემოში დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი, შეიტანონ წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ქართული პროდუქციის წარმოებაში და იყვნენ წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფერმერები, ისევე როგორ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია.
20.11.13
შაკო მამუკაშვილი

No comments:

Post a Comment