Friday, June 20, 2014

"აკრძალული ხილის" გემო



კინოინდუსტრია აღმავლობის გზაზეა, ყოველწლიურად უამრავი ფილმს იღებენ. არსებობს ფილმები,რომელთაც პოლიტიკური თუ მორალური თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნები უბრალოდ კრძალავდნენ. როგორც ყოველთვის აკრძალულ ფილმის რეჟისორებს ,,სირცხვილის ლაქის” ჩამოსაცილებლად იმ სცენების ამოჭრა უხდებოდათ, რომლისთვისაც დაბლოკეს, ზოგჯერ ისინი მართლაც ჭრიან სცენებს ზოგჯერ კი არა. დროის ცვლილებამ და ზოგადად, სამყაროს განვითარებამ გამოიწვია ადამიანის წარმოდგენისა და ღირებულებების შეცვლა; ამიტომ ხშირად ისმის კითხვა რატომ იკრძალება ფილმები?
ამ კითხვზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის; ასეთი ფილმების სია დიდია, აკრძალვის მიზეზები კი - სხვადასხვა.




„სერბული ფილმი“ ნორვეგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაშია აკრძალული. აკრძალვის მიზეზად კი შეურაცხმყოფელ სცენებს ასახელებენ, მაგალითად ბავშვის გაუპატიურებას, ინცესტს, მკვლელობის სცენებს.



"გეიშას დღიურებს" ვერ ნახავთ ჩინეთში. ფილმში მოთხრობილია ღარიბ, ობოლ იაპონელ გოგონაზე, რომელიც დროთა განმავლობაში გავლენიანი მამაკაცების გეიშა ხდება. ჩინეთში გეიშებსა და მაიკოებს მეძავებად მიიჩნევენ და ფილმი ამ მიზეზით აკრძალეს, მთავარი როლის შემსრულებელი - ჩინელი ცზი ჩუანი კი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.



"სამი მეფე" ორ ქვეყანაში - ერაყსა და ქუვეითში აკრძალეს. ფილმის სამი ამერიკელი გმირი ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება, მაგრამ დამალული ოქროს შესახებ შეიტყობენ და განძის პოვნას გადაწყვეტენ. ძიებისას ომის შედეგად დაჩაგრულ ადამიანებს ეხმარებიან. ქუვეითი ამ ომის წინააღმდეგი იყო და ფილმიც სწორედ ამიტომ აკრძალეს, ხოლო ერაყის ხელისუფლებამ პოლიტიკურად არაკორექტულად მიიჩნია ამ ფილმის ჩვენება.


"ინდიანა ჯონსი და ბედის ტაძარი" აკრძალულია ინდოეთში. თავზეხელაღებული არქეოლოგი სიკვდილის ქალღმერთ კალის ჯადოსნური ქვის - ამკარის მოძებნას გადაწყვეტს. ინდურ მითოლოგიასთან შეუსაბამო ფაქტების გამო თავდაპირველად ფილმიდან საჩოთირო კადრების ამოჭრა გადაწყვიტეს, მაგრამ როცა ფილმიდან მხოლოდ ტიტრები დარჩა, საერთოდ აკრძალეს.


"შინდლერის სია" ეკრანებზე 1993 წელს გამოვიდა. ოსკარ შინდლერი კრაკოვში ფაბრიკას ააშენებს და გეტოში მყოფ ებრაელებს დაასაქმებს, რითაც მათ დიდ ნაწილს ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩენს. ებრაელებისადმი კეთილგანწყობის გამო ფილმის მალაიზიაში ჩვენება აკრძალულია.


რუსეთში ალექსანდრე ლიტვინენკოს წოგნის მიხედვით გადაღებული ფილმი - "თავდასხმა რუსეთზე" აიკრძალა. ფილმი სახელწოდებით თავდასხმა რუსეთზე აუდიტორიას 1998 წელს რუსეთში განხორციელებულ ტერაქტებზე მოუთხრობს. კინოთეატრებში ევქსი ჩვენების შემდეგ ქვეყნის კულტურის სამინისტრომ ფილმი კინოგაქირავებიდან ამოიღო.





საქართველოში კარგა ხანს იკრძალებოდა თენგიზ აბულაძის ფილმები - "ნატვრის ხე" და "მონანიება"; ფილმები, რომლებიც მსოფლიო კლასიკაა, მაგრამ, რეჟისორის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ვერ "ჩაჯდა" საბჭოურ მეტალობაში.


კინემატოგრაფია წლების მერე კიდევ უფრო განვითარდება და შეიცვლება; მაგრამ ცხადია, მაინც იარსებებს აკრძალული ფილმები, რომლებიც აუდიტორიის გარკვეულ სივრცესა და მსოფლმხედველობას ვერ "შეეწყობა", თუმცა რაც უფრო ხმაურიანი და წინააღმდეგობით სავსეა ფილმის გზა, მით უფრო პოპულალური და საინტერესო ხდება, რადგან "აკრძალული ხილი" ტკბილია და სხვა გემო აქვს!

No comments:

Post a Comment