Friday, June 20, 2014

ნეკრესი



 ნეკრესის  მონასტერს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, იგი ტურისტებისათვის დღესაც საინტერესოა.
  ნეკრესის მონასტერი ყვარლის რაიონში, კერძოდ სოფელ შილდასთან მდებარეობს, იგი ზღვის დონიდან 650 მეტრზეა და მის სანახავად კილომეტრნახევარის ავლა ფეხით მოგიწევთ. იგი საქართველოში ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა, სადაც ღორები იკვლება. ამასთან დაკავშირებით ნეკრესის მუზეუმის გიდის ალექსი ბაჩაკაშვილის თქმით სამი ლეგენდა არსებობს . ეს ლეგენდები 5–6 საუკუნეს მიეკუთვნებიან.

  პირველი ლეგენდის თანახმად ერთერთი ლეკების შემოსევის დროს მოსახლეობას გაუშვია ღორები საბალახოდ და მტერი ღორების დანახვაზე აღარ მიკარებია ნეკრეს. მეორე ლეგენდის მიხედვით მტრის შემოსევის დროს ხალხს ქონება სახლში დაუმალავთ და თავშესაფრისათვის ნეკრესში ასულან, სადაც შინაური ცხოველები აუყვანიათ და რადგან ღორებიც ჰყავდათ აყვანილი ლეკები აღარ მიკარებიან, ხოლო რაც შეეხება მესამე ვრესიას, როდესაც ლეკები უკვე ნეკრესის გალავანს მისდგომიან და მთაზე დაუწყიათ ასვლა თავშესაფრისათვის ასულ ხალხს ღორებისათვის თავები დაუჭრიათ და მთიდან დაუგორებიათ, ლეკებს ეს ადგილი უწმინდურად ჩაუთვლიათ და ჭაბუკაურის მიდამო მიუტოვებიათ.
   ძველად ქალაქში ორი გალავანი ყლფილა, ერთი რომელიც მთლიან ქალაქს ერტყა გარშემო და მეორე, რომელიც მხოლოდ ნეკრესის ტაძარს.ნეკრესის გალავანი დღესაც შეგიძლიათ იხილოთ პირვანდელი მდგომარეობით.
  ამჟამად ნეკრესიში სამი მოქმედი ტაძარია. ღვთისმშობლის სახელობის მე–6 საუკუნის, მთავარანგელოზის გუმბათიანი 8–9 საუკუნის და წმ. გიორგის სახელობის მე–16 საუკუნის.
  ტაძრის გვერდით არის საძვალე, სადაც ამოაჩინეს ხუთი აკლდამა. აღმოჩენილ აკლდამებში ინახებოდა ნეკრესში მღვაწე ბერების ძვლები, იგი გიორგი  ჩუბინაშვილმა შეისწავლა და მე–4 საუკუნეს მიაკუთვნა.
ასევე ტაძრის შესასვლელის თავზე აღმოაჩინეს ხელის მტევანი, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით აბიბოს ნეკრესელს ეკუთვნის.
  დამთვარიელებელს შეუძლია ნახოს სატრაპეზო და სატრაპეზოში მდებარე დახურული მარანი, სადაც ერთი ხიდან ამოჭრილი საწნახელი დგას. სატრაპეზოს გვერდით არსებულ მარნის კედელზე შეგიძლიათ იხილოთ ექვთმე თაყაიშვილის ხელმოწერა, რომელიც 1911 წლის აგვისტოში ერთერთი სტუმრობის დროს გაუკეთებია.
  ასევე ტურისტებისათვის საინერესოა ტაძრის ეზოში მდებარე ღია მარანი, რომელიც 5–6 საუკუნეს მიეკუთვნება და 10 სხვადასხვა ზომის ქვევრისაგან შედგება. ასევე ნეკრესის სალოცავის ეზოში მდებარე მუზეუმი, სადაც ნახავთ ქვედა ნეკრესში აღმოჩენილ წარმარტულ ტაძარში ნაპოვნ ფილების ასლებს, რომელსაც 1–3 საუკუნეს მიაკუთვნებენ, რადგან ფილებზე შესრულებლი წარწერახანმეტურისტილითაა ამოკაწრრული. ეზოში ასევეა წყლის რეზერვუარი, რომელშიც გორაკიდან ჩამოდენილი წვიმის წყალი ჩაედინება.

  ასევე დამთვარიელებელს შეუძლია ნახოს კოშკი, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოიყენებოდა, საიდანაც დღისით კვამლით, ხოლო ღამით ცეცხლით ატყობინებდნენ მოსახლეობას მტრის შემოსევის ან რაიმე უბედურების შესახებ.
  არსებობს მარცვლეულის შესანახი ჭა, სადაც შესაძლებელი იყო შემოსევების დროს, რამდენიმე დღით მარცვლეული შეენახათ.
  1997 წლიდან ნეკრესში სამონასტრო ცხოვრება დაიწყო, დღესდღეობით მონასტერში 20–მდე ბერია.
  2 წლის უკან უკრაინიდან  ჩამოასვენეს 32 წმინდანის ნაწილები, რომლის ნახვაც დამთვარიელებელს ტაძარში დღესაც შეუძლია.

No comments:

Post a Comment