Friday, June 20, 2014

ვარჯიში და ჯანმრთელობა


ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში პირველ რიგში მდგრადი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო და მასზე ზრუნვა იქმადე უნდა დავიწყოთ, სანამ რაიმე პრობლემები იჩენს თავს. ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, სწორი კვება და წონის კონტროლი, დღესდღეობით მრავალი დაავადების მკურნალობის საშალებაა.
აშშ-ში ჯანმრთელობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები სისტემატურად აქვეყნებენ ანგარიშებს, რომლის მიხედვითავ გულსისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს, სიმსივნეს,სასუნთქი სისტემის დაავადებებს,მოწინავე პოზიცია უჭირავთ და ხშირად ნაადრევ სიკვდილს იწვევენ.აღნიშნული დაავადებების მაღალი რიცხვი განპირობებულია ფიზიკური აქტიურობის დაბალი დონით,არასწორი კვებით, ჭარბი წონით.
აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვადასხვა დაავადებებთან ბრრძოლის ინსტიტუტები აღნიშნავენ ამ ფაქტორების უმნიშვნელოვანეს როლს ზემოთაღნიშნული დაავადებების განვითარების საკითხში  და იძლევიან რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადებების  რისკის ფაქტორების შემცირება.

No comments:

Post a Comment