Friday, June 20, 2014

ნარკომანია


   ნარკომანია-„ნარკო“ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, გაშტერებას.მანია-ასევე ბერძნულია და ნიშნავს სიგიჟეს, ლტოლვას.
    ნარკოტიკის მოხმარების გამოცდილება მრავალი წლის მანძილზე გროვდებოდა. ისტორიული ქრონიკები, შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც დასტურდება, რომ ადამიანს მუდმივად აქვს მოთხოვნილება გაექცეს რეალურ სამყაროს. პირველად პირველყოფილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ბუნებაში არსებობს ისეთი ნივთიერება, რო მელიც აუმჯობესებს მის განწყობას,მატებს მას ძალ-ღონეს, ავიწყებს პრობლემებს და ნაკლებად მტანჯევს ხდის მის ცხოვრებას.არსებობს ვარაუდი, რომ ნარკოტიკებთან პირველი ნაცნობობა ადამიანისა პალეოლითის ხანაში შედგა. მრავალსაუკუნოვანი შეზღუდვების მეშვეობიტ მისი რეცეპტი მხოლოდ რჩეულთათვის გახდა შესაძლებელი.
     ნარკომანიის წამოშობის მიზეზად,ყველაზე შირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევებს, ამა თუ იმ სოციალური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა ძალიან რთულია და ხშირად უშედეგოცაა, კლინიკებში გამოყენებული სპეციალური მეთოდები, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შედეგიანი, თუ თავად ავადმყოფი აქტიურ პოზიციაზეა.
    ნარკომანიასთან ბრძოლა პირველ რიგში მიმდინარეობს საკანონმდებლო დონეზე.ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოება, ტრანსპორტირება და გავრცელება ყველა ქვეყანაში ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს.
     ნარკომანია საქართველოშიც დღესდღეობით მწვავე პრობლემას წარმოადგენს. უამრავი ადამიანია ამ სენით შეპყრობილი.ძალინ ბევრი ახლაგაზრდა იღუპება ქიმიურად აქტიური ნივთიერების გამოყენების გამო,რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ კატასტროფად იქცა.საქართველოში წელიწადში 9-10 ტონა ჰეროინი მოძრაობს, როგორც სხვა განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში.

  26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

No comments:

Post a Comment