Friday, June 20, 2014

ვაჟა გურგენიძე: „აშშ და ნატოში შემავალი სახელმწიფოები ცდილობენ, პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინონ მთელს მსოფლიოზე”

საინტერესოა დღევანდელი რელობიდან გამომდინარე როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკასრა კურსი უჭირავს და თქვენი აზრით ამ მხრივ მნიშვნელოვანი აქცენტები რა არის?  
- თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომ მოიკოჭლებს ორი აზრი არ არსებობს. ამას თავისი გამართლება და  მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა მე ვფიქრობ, რომ თვითონ პროფესიონალური კადრების დეფიციტი იგრძნობა და ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არაპროფესიონალიზმი ხშირად იკვეთება.  დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრძანა ასეთი რამ, რომ საქართველო და მისი საგარეო პოლიტიკა მხარს უჭერს სირიაზე შესაძლო სამხედრო დარტყმას, აქ არაპროფესიონალიზმმა გამოყო თავი. ვინ ეკითხება მაია ფანჯიკიძეს საქართველო რა პოზიციას დაიკავებს?!ჯერ ხალხთან უნდა შეათანხმოს, საზოგადოების აზრი გაიგოს და შემდეგ ხალხის სახელით ილაპარაკოს, რადგან ასეთ არაპროფესიონალურ გამოთქმას შეიძლება მოყვეს ძალიან უარყოფითი შედეგები, თუნდაც სირიის განწყობა საქართველოს მიმართ. ტერიტორიულად სირიასთან ჩვენ ძალინ შორს არ ვართ, მხოლოდ თურქეთი გვაშორებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სირიას აქვს ისეთი იარაღი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ საქართველოს მოსწვდეს, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. სირიას აქვს ბალისტიკური იარაღი ეგრეთწოდებული „სკადი“, რომლითაც რუსეთის მიერ არის მომარაგებული. ეს არის  რაკეტა,  რომელსაც შეუძლია საქართველომდე მოვიდეს. ამიტომ მე ვთვლი, რომ თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ არის ეფექტური. როგორც დეკლარაციის სახით ჩვენ ყოველთვის გვესმის, პროდასავლური პოლიტიკური კურსი გვაქვს არჩეული და ეს სწორიც არის. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაშინ მთლად დასაშლელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

თუ ამერიკა სირიაში სამხედრო დარტყმას განახორციელებს, რა შედეგი მოჰყვება ამას? მოხდება თუ არა მსოფლიოში ახალი გადანაწილება. და საერთოდ, თუ უშვებთ, რომ ეს ომი მოხდება? 
-პოლიტიკური რუკის და ზეგავლენის გადანაწილება ყოველთვის ხორციელდებოდა და ახლაც გრძელდება. გრძელდება იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგადად ნატოში შემავალი სახელმწიფოები ცდილობენ, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინონ არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამას რა საკვირველია ეწინააღმდეგება რუსეთი და მისი მოკავშირეები, ვგულისხმობ ჩინეთს, გარკვეულწილად ირანს და  უშუალოდ სირიას. ახლა ახლო აღმოსავლეთში, სირიის ირგვლივ ძალიან რთული სიტუაცია ჩამოყალიბდა. სირიის საზღვრებს საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მიადგნენ. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თავმოყრილია აშშ-ს ხუთი საესკადრო ნაღმოსანი, რომლებსაც სირიის მიმართულებით ორასზე მეტი ტამაგალკის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია. ტამაგალკის ფრთოსანი რაკეტა ძალიან ეფექტურია და უახლეს იარაღად ითვლება, თუმცა 15-20 წელი იქნება რაც ამერიკელებმა ეს იარაღი შეიმუშავეს. ამავე რაიონში იმყოფება ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, რომლებიც სამასამდე ფრთოსანი რაკეტით არის შეიარაღებული, აი როგორი სერიოზული ძალაა. სირიას ასევე სპარსეთის ყურიდან მიადგნენ, სადაც ამჟამად იმყოფება ამერიკული ატომური ავიამზიდი სახელწოდებით „ნიმეცი“, რომლის გემბანიდან არანაკლებ 55 ერთეული, FA-18L  სუპერ ბომბდამშენი და ავიაგამანადგურებელი შეიძლება აფრინდეს. ამ ძალებით ამერიკას საჰაერო დარტმის განხორციელება შეუძლია. ასევე სირიაზე თავდასხმა  სპარსეთის ყურეში მცურავ  ამერიკულ ატომურ ავიამზიდ, ეგრეთწოდებულ – „ჰარითრუმენ“-დან დამრტმელ თვითმფრინავებს შეუძლიათ, თუ კი ერაყის ხელისუფლება მათ საჰაერო სივრცეს გაუხსნის. თქვენ თვითონ დარწმუნდით, რომ ამ რეგიონში აშშ-ს მხრიდან უზარმაზარი ძალაა თვმოყრილი. თუმცა რომ ვთქვათ სირია გულხელდაკრეფილი იჯდა და არაფერს არ აკეთებდა ეს იქნება ტყუილი. სირიაც ძალიან მნიშვნელოვნად და ეფექტურად მოემზადა. ძირითადი იარაღის მიმწოდებელი  არის რუსეთი. რუსეთმა მოასწრო და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთ დონეზე გაუწოდა დახმარების ხელი, რომ  სირია თავს ძალიან დაცულად გრძნობს.  მაგალითისთვის მოგიყვანთ: დამასკო თავდასხმის მოგერიებას საბჭოთა დროინდელი შორს მსროლელი საზენიტო S-200-ით შეეცდება. ეს საკმაოდ სერიოზული იარაღია, რომელიც რუსეთმა მიაწოდა სირიას. ასევე სირიას რუსული „იაჰონტებით“ ამერიკული ხომალდების დაზიანება 300   კილომეტრის მანძილზე შეუძლია. იაჰონტი არის მძლავრი, მსხვილკალიბრიანი ქვემეხი, რომლის მეშვეობით სამას კილომეტრში შეიძლება დაზიაენდეს ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და ამ ქვემეხებით არის განლაგებული სირიის ძირითადი სანაპირო, სადაც შესაძლებელია ამერიკელთა და საფრანგეთის დესანტის გადასხმა.  მოსკოვმა მოასწრო სირიისათვის ახლო მანძილზე მოქმედი, თანამედროვე საზენიტო, სარაკეტო სისტემების „პანცირების“ S-1-ის მიწოდება. პანცირი ეს არის ძალიან სერიოზული  სარაკეტო-საზენიტო იარაღი, რომლის ძირითადი ამოცანაა საჰაერო ობიექტების ჩამოგდება. ამით სირიამ თავი დაიზღვია და ე.წ სარაკეტო საწინააღმდეგო ქოლგა შექმნა სირიის სანაპიროს სივრცეში. ასეთი ძალთა თანაფარდობა არის სახეზე.
პრესაში აქტიურად წერენ იმისშესახებ, რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სწორედ ახლა, ამ ვითარებიდან გამომდინარე მოხდეს?
-არა, გამორიცხულია, სირიაში ძალიან კარგად ესმით  რა საფრთხის წინაშე დგანან, ამიტომ სირიელებმა გამოიჩინეს ინიციატივა. სთხოვეს თავის რუს კოლეგებს, რომ რუსულ დიპლომატიას წამოეწყო ასე ვთვათ  პოლიტიკური დიპლომატიური დემარში. ახლა რაში მდგომარეობს ეს დემარში,  რუსები უნდა გამოსილიყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ინიციატივით, რომ სირია თანახმაა ჩააბაროს ქიმიური იარაღი, დაუქვემდებაროს სრულ კონტროლს და დადებს პირობას, რომ ქიმიურ იარაღს არ გამოიყენებს აჯანყებულების მიმართ. ეს ინიციატივა იქნა მიღებული. ახლა მიდის ინტენსიური მოლაპარაკება ამერიკელ, რუს, ფრანგ და სირიელ დიპლომატებს შორის, რომ ლეგიტიმური სახე მიეცეს და მოიხსნას საფრთხე  მესამე მსოფლიო ომის აცილების თვალსაზრისით, ეს იქნება ყველაზე სერიოზული ნაბიჯი და აქეთ მიდის ყოველოვე დიპლომატიური მოლაპარაკება. ასე რომ თუ ეს ინიციატივა გამართლდება, მე მომავალი ექვსი თვის განმავლობაში არ ველოდები რაიმე რადიკალურ ცვლილებას საგარეო პოლიტიკაში.
 თქვენი აზრით, რა მიზნით სურს აშშ- სამხედრო დარტყმის განხორციელება, რა არის რეალური მიზეზი?
-ჩემის აზრით, ამერიკას  თავისი ინტერესები გააჩნია ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელები გრძნობენ, რომ მყარი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში მათ აღარ აქვთ და ზეგავლენას  აქტიურად  რუსეთი ახდენს. ინტერესი აშშ-ს ყოველთვის ქონდა და იოლად თავის ინტერესებს არ დათმობს.
იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ძალას გამოიყენებს სირიის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ჩინეთი და რუსეთი რა როლს დაიჭერ, ერთია ოფიციალური განცხადებები, თუმცა მეორეა ექსპერთა შეხედულებები, მოლოდინები,რომელმა ძლიერმა ქვეყანამ რეალურად რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ კომფლიქტის დაწყებასა თუ დასრულებაში.
-ამერიკელები არ და ვერ დაარტყავენ, რადგან მათ საფუძველი არ ექნებათ.  ჩინეთმა და რუსეთმა ცალსახად განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ძალისმიერ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ დაიწყო ეს სამშვიდობო პროცესი, რომლის ძირითადი მიზეზი გახდა ქიმიური იარაღის გამოყენება.  თუ  საერთაშორისო საზოგადოება გააკონტროლებს სირიის ქიმიურ იარაღს,  მაშინ ეს პრობლემა მოიხსნება და არავითარ დატყმას და ომის ესკალაციას  არ ექნება ადგილი. სირია თავის ტერიტორიაზე თვითონ შეეცდება ალბათ, რომ აჯანყებულებთან  მოაგვაროს პრობლემები. სირიას სხვა გზა არა გააჩნია, ან  უნდა ჩააბაროს ქიმიური იარაღი და ან მაშინ ნატო და მათი მოკავშირეები განახორციელებენ თავის გეგმას და ეს გეგმა ყველასთვის ცნობილია.
ჩაერთვება თუ არა ირანი ამ კონფლიქტში?
-მე ვფიქრობ, რომ ირანი ყველა ვარიანტში ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და არ ჩაერევა. ყოველ შემთხვევაში არ ჩაერევა ღიად, მაგრამ მალულად შეიძლება მიემხროს რომელიმე კოალიციას და უფრო საგულისხმოა, რომ ის მიემხრობა  რუსეთ-ჩინეთის კავშირს.
რა კომენტარს გაუკეთებდით სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. თქვენი შეხედულებებით რეალურად ვისი ბრალეულობა შეიძლება იკვეთებოდეს.
წინა კვირას იყო ლავროვის გამოსვლა, სადაც გაიჟღერა ასეთმა რამ, რომ დღემდე არ არის დადგენილი, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორ გამოიყენა, რა ძალები იყო ჩართული, ვინ იყო ინიციატორი. ეს ყველაფერი ბურუსით მოცულია. ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული და აი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტირებას რუსული დიპლომატია.  
და ბოლოს, მიიჩნევთ თუ არა სირიას ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტად ხდება ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, რომ აქ ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა ჩაერიოს მსოფლიო?
-ადამიანის უფლებები სირიაში ნამდვილად ირღვეოდა, ზუსტად ამას მოჰყვა სამოქალაქო პროტესტი, რომელიც გადაიზარადა აჯანყებაში.  ასევე მოხდა ეგვიპტეში და ლიბიაში. მუამარ კადაფის აღსასრული ძალიან ტრაგიკული იყო და ბაშარ ალ-ასადი ამას არ დაუშვებს. უფლებები, რომ ირღვეოდა ეს აშკარაა და ცასლახად არის დაფიქსირებული საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. მსოფლიო თუ ჩაერევა, მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით და დიპლომატიური გზებით. სამხერდო ჩარევა  გამანადგურებელი და არასასურველი იქნება, რამაც შეიძლება გამოწივიოს შემდგომი ძალადობის ესკალაცია.          
23.09.13
შაკო მამუკაშვილი
წყარო: http://www.ttimes.ge/archives/8778

No comments:

Post a Comment