Friday, June 20, 2014

გზის ნაპირას, დარჩენილი მარტოხელა ბავშვები!

ფონდ „იავნანას“ სლოგანი, :“მე მინდა მქონდეს თბილი სახლი“ , რომელიც ნიკო გომელაურს ეკუთვნის, ასახავს ბევრი ობოლი ბავშვის ოცნებას. გზის ნაპირას დარჩენილი, მარტოხელა ბავშვები, ახალი მშობლების, მოლოდინში არიან. დღეს დღეობით, ეს პრობლემა, ყველა სახელმწიფოში არსებობს. მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, ბავშვის უფლებათა დაცვის არასრულყოფილი მექანიზმი ქმნის ბავშვთა სახლების აღსაზრდელების ტრაგიკულ ისტორიებს. ბავშვები, რომლებსაც ტოვებენ, ცვლიან თავისუფალ, უდარდელ ცხოვრებაში, ან ფინანსურ – მორალური პრობლემების გამოდ ამბობენ უარს ბედნიერებაზე, იყვნენ მშობლები. სამწუხაროდ , საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, არსებობს ეგ რთული ვითარება. არა ერთხელ, მედიის სხვადასხვა საშუალებებს გაუშუქებიათ ახალი ამბები, სათაურით, „ დედამ ბავშვი გაყიდა“ , ან „ რამდენიმე თვის ჩვილი ნაგავსაყრელზე იპოვეს“ , ეს არის ტრაგიკული რეალობა.
ახმეტაში არსებული დღის ცენტრი, ერთ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ბავშვებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ. დღის ცენტრში სულ 29 აღმსაზრდელია, 6დან 18 წლამდე მოზარდები. ისინი დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე ატარებენ დღის ცენტრში. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ია ფირალიშვილმა აღნიშნა, ბავშვები აქ მაქსმიმალურად  ინტეგრაციას ცდილობენ, რთული პირობების მიუხედავად, ამავე  ეზოში არსებულ მე- 3 საჯარო სკოლაში  განათლებას იღებენ. ბავშვების დამოკიდებულება ერთმანეთთან განსხვავებულია, აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შეთხვევაში ბავშვები აგრესიას გამოხატავენ სხვა თანატოლების მიმართ განსაკუთრბეით იმ შემთხვევაში თუ მათ მშობელი აკითხავს. ქ-ნი ია მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბავშვს სათანადო ყურადღება მიაქციოს და მისი დიდი შრომის მიუხედავად პირობები არც თუ ისე სახარბიელოა, მათ არ აქვთ საშუალება უფრო მეტი ბავშვების მისაღებად რაც თავის მხრივ მთავრობაზე და კანონპროექტზე არის დამოკიდებული. დავკონკრეტდებით და, საქართველოს კანონპროექტის თანახმად, დღის ცენტრში ბავშვის მიბარება მხოლოდ სოციალურად დაუცველებს შეუძლიათ, ამ სტატუსის მიღება კი საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. შენობაში არ არის გათბობა, რომელსაც ადმინისტრაცია საკმაოდ დიდხანს ითხოვს. ეს მხოლოდ ერთი დღის ცენტრი, ეს მხოლოდ 29 ბავშვი . 


მთელი საქართველოს მასშტაბით კი ბევრად მეტი ბავშვია სოციალურად დაუცველი, მზუნველობა მოკლებული. ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალი, უფრო მეტი ინფლორმაციის მოძიება და ამ ბავშვების დახმარებაა, რადგან ისინი ქვეყნის მომავლის საწინადარია.
 დღევანდელი მაჩვენებლებით საქართველოაში სულ 27 ინსტიტუციაა. დღეს დღეობით ბავშვთა სახლის აღსაზრდელების რაოდენობა 400 კაცამდე აღწევს, აქედან 109– ჩვილი, 192– 18 წლამდე ასაკის ბავშვები და 79– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ბავშვთა სახლებში უამრავი ფინანსური, საყოფაცხოვრებო, კვების და განათლების პრობლემებია, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს აღსაზრდელთა პირობების გასაუმჯობესებლად, ხშირად კი ბავშვთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.



მარტოხელა ბავშვები, მუდამ გამშვილებლების სტატუსით, მუდამ ოჯახის მოლოდინში. მათ, გააჩნიათ გულრწფელი იმედი იმის, რომ არსებობს ოჯახი, რომელშიც მათ კარს გაუღებენ, გული რომელშიც მათთვისაც იქნება პატარა ადგილი მაინც. სიყვარული, ხომ ყველას უნდა. იმედით აღსავსე თვალები, ყოველი ახალი სახის დანახვაზე, მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება ზუსტად მას შეეძინოს ახალი ოჯახი. იმედი, ხომ არასდროს არ კვდება. „მე მინდა მქონდეს თბილი სახლი“ ! – ეს სლოგანი, ისედაც მრავლის მთქმელია.


No comments:

Post a Comment