Friday, June 20, 2014

მარცხენა ნეკნის შედევრი ანუ ძლიერი ქალის პორტრეტი

მე ქალი ვარ ანუ "ერთი ცრემლით ვარ სხვებზე მეტი"
დაბადებიდანვე გადაწყვეტილი...პოტენციური დედა....
გიჟი, თავისუფალი, უაზროდ ნაზი, ქარაფშუტა, ეჭვიანი, შურიანი, უბრალოდ უბედურად ბედნიერი. ქალი მებრძოლი ანუ ქალი ცოლი...ქალი და...ქალი საყვარელი...და ბოლოს .ქალი დედა...მებრძოლი შენთის, ჩემთის, ყველასთვის.


ქალი ქარბუქი, ქალი მარტის თვეს რომ გავს. ქალს ყველაზე ლამაზად სიყვარული შეუძლია, მერწმუნე რომ სიძულვილიც ხარისხიანად იცის. მას სიცილი უყვარს, მაგრამ ტირილი არანაკლებად უხდება.
მე ქალი ვარ მაშა სადა მე ვანათებ
ვანათებ დედამიწის ჩემ ნაწილზე...მაქვს ჩემი სევდა,რომელიც სულ თან დამაქვს. ვნახე, შემიყვარდა,დავკარგე მიყვარს...სულელურად მაგრამ მე ხომ ქალი ვარ ?! სადღაც იქ ან შორს ან ახლოს დღე რომელიც მარტო მე ქალს მექნება , სიტყვა დედა...


დრო მა.წამებს თუ დროს ვა.წამებ არ ვიცი , მაგრამ ის უკვე მიყვარს, აი ეს არის სიყვარული პირველი ნახვის თანავე...ჩემია, ჩემშია, ჩემთისაა...ქალი ანუ პოტენციური დედა!

გრძნონები ჯერ არც კი გამციებია და “ჩვენ” უკვე აღარ არსებობს. მე ქალი ვარ ანუ ...ისევ მე ვარ ისევ მარტო...
მერე რა რომ მარტო?! მე ვტირი, მაგრამ ჩემთის, მე მტკივა მაგრამ გულის ფსკერადე...მტკივა მერე რა მე ხომ ქალი ვარ...
 მე ქალი ვარ ანუ ნეკნისგან შექმნილი....
 მე ქალი ვარ ანუ მე ეგოისტი ვარ

საკმარისია თქვა...ის ქალია და საკმარისია მე ეგოისტი წარმომიდგინო...მესაკუთრე, პირველობის მოყვარული,.მინდა რომ სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავდეს.მინდა რომ საათის ციფერბლატები მე ვმართო. ეგოისტი მაშასადამე ჭირვეული ქალი...


მე ქალი მქვია ანუ მე გემოვნებიანი... ვაღმერთებ PRADA-ს დახვეწილობას და CHANEL–ის ელეგანტურ ქალურობას….გემო–ვნება–ქალის ყველაზე ხიბლიანი სამკაული. ოქროს სამყარო ჩემი საოცნებო კოშკებია...
მე ქალი მქვია ანუ "დედამიწავ, მინდა გადაგთელო"
უგულო...თქვენზე მაღლა...სიმაღლეს არ ვეპოტინები, თითონ სიმაღლე მეპოტინება...დასაწყისიც მე ვარ და დასასრულიც...ძლიერი, ამაყი მეტი არაფერი უბრალოდ ქალი. რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი...ათასი როლი და ყველა წარმატებით შესრულებული...
მე ქალი ვარ ანუ " ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია" და :არის ჩემში რაღაც მამაკაცური"
მე ქალი ვარ ანუ "დიდი ბავშვი"
ბავშური, სუფთა...უდარდელად დარდიანი...ღიმილისთვის და იმედისთის შექმნილი...
მე ქალი ვარ ანუ მე.ოცნება...
მე.ოცნება...მე-ფიქრი...სადღაც იქ ზევით ციდან 3 მეტრზე მყარად ვდგავარ დედამიწაზე და მე ხომ უბრალოდ საზღვრებს (გ)აცდენილი ქალი ვარ და აი ძალიან მე.ოცნება...


მე ქალი ვარ და ეს იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ გერქვას ქალი
მე ქალი სამოთხე ვარ ჯოჯეხეთში

მე ქალი ჯოჯოხეთი ვარ სამოთხეში....

No comments:

Post a Comment