Friday, June 20, 2014

მეტრო გადაადგილების სწრაფი საშუალება





მეტრო

დღესდღეობით თბლისში გადაადგილების ყველაზე იაფ და სწრაფ საშუალებას მეტრო იძლევა. ხშირად დაგინახავთ დილაობით აფუსფუსებული ხალხი ,რომლებიც  დილით  ერთი მიმართულებით მიიჩქარიან მათ ყველას ერთი დანიშნულების წერტილი აქვს ,,Metro".ერთი შეხედვით ყველაზე კომფორტული გადაადგილების საშუალების უკან ბევრი პრობლემა დგას ,რომელსაც მოსახლეობა ვერ ხედავს.
თბლისის მეტროპოლიტენი მუშაობას დილის 6 საათიდან იწყებს.მეტროს დაკეტვის შემდეგ მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მეორე დღეს მეტრომ შეუფერხებლად იმუშაოს. ამ სამუშაოებს ე.წ ჭირხვნას უწოდებენ. გვირაბები წყლის გამუდმებულ ზეწოლას განნიცდიან, ამიტომ ხშირად ჩნდება ბზარები. ე.წ ღირხვნა რომლის შინაარსი კედლის უკან არსებული სიცარიელე რომელიც გრუნტის წყლებისგან ან სხვა მიზეზების გამო გაჩნდა სიცარიელე ხდება შევსება ცემენტის და ყწყლის ხსნარით.წყალი მეტროს მთავარი მტერია მასთან ბრძოლად მეტროს მშენებლობის პირველივე დღეებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
წყლალს ყელაზე მეტად საბურთალოს ხაზი ებრძვის, რადგან მასში მარილის კონცცენტრაცია მაღალია.
წყლის ამოქაჩვა სპეციალური სადრენაჟო სადგურებით ხდება. 1 დღე-ღამეში გვირაბებიდან 25 000 ტონა წყალი იტუმბება.მეტრო გადაადგილების ყველა სწრაფი საშუალებაა.არც საცობები გაწუხებს და დანიშნულების ადგილზეც სწრაფად მიხვალ, მაგრამ თბილისის მეტროს მძიმე დღეებც ახსოვს. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლები მართლაც მძიმე იყო, რაც თბილისის მეტროზეც აისახა. მგზავრობის დროს გამორთული ელექტრო ენერგია და  გვირაბში ფეხით მოსიარულე მგზავრები თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული.მძიმე პერიოდის შემდეგ მეტროპოლიტენს  2002 წელს ახალი სადგური ვაჟა ფშაველა შეემატა. უახლოეს მომავალში კი სახელმწიფო უნივერსიტეტის სადგურის მშენებლობას გეგმავენ. გერმანიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა ჯარებამა ფასდაუდებელი ექსპონატი ჩამოიტანეს რომელიც, 163 აგონის სახელითაა ცნობილი. B-4 სერიის გერმანული ვაგონი 1927 წლით თარიღდება. თბილისის მეტროში კი 1969 წლიდან მუშაობს ლიანდაგმზომად. ასეთი სულ ორია მსოფლიოში კორპუსზე გამოსახულია ვაგონის დანიშნულების ამსახველი რუსული სახელწოდება - путеизмеритель.
ამ ვაგონს თვეში ერთხელ, ან ორჯერ ძველ შემადგენლობას ჩააბამენ და თბილისის მეტროს ლიანდაგებს მოატარებენ. აქ დამონტაჟებული აპარატურა ლიანდაგების ”კარდიოგრამას” გადაიღებს და რელსებს მიღებული დიაგნოზის შესაბამისად უმკურნალერელსების მდგომარეობის შემოწმება ამ ე.წ. თეფშების მეშვეობით ხდება

No comments:

Post a Comment