Friday, June 20, 2014

ქალი საჭესთან


ქალების უმრავლესობა არ დაიწყებს იმაზე კამათს, რომ მამაკაცები უკეთ მართავენ ავტომობილებს,ვიდრე ისინი.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ქალი ცუდად მართავს ავტომობილს.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ქალების მიზეზით უფრო ნაკლებად ხდება ავარიები,ვიდრე კაცებისა
ქალის ავტომობილი ყოველთვის გამოირჩევა მამაკაცის ავტომობილისგან, ძირითადად ვიზუალური მაჩვენებლებით, თუმცა განსხვავებაში შეიძლება ტექნიკური მაჩვენებელიც შედიოდეს. უმეტესად ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებით მარტივად სამართავი ავტომობილები მოსწონთ,მამაკაცებს კი პირიქით, რთული სტრუქტურისა და განსხვავებული ვიზუალის მანქანები მოსწონთ.
მამაკაცებს არ უჭირთ იმის ამოცნობა თუ ვინ ზის ავტომობილის საჭესთან. როცა ქალი საჭესთან ზის, ის ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება, რაც ავტომობილის მართვაზეც აისახება. შეიძლება ზედმეტი თავდაჯერებულობისგან რაიმე  შეცდომა დაუშვას.თუმცა არც ზედმეტი დაბნეულობა შეიძლება საჭესთან, მხოლოდ წინ არ უნდა იყურებოდეს, უნდა აკონტროლებდეს გარშემო სიტუაციასაც.
საბოლოო ჯამში,მაინც მთავარია გამოცდილება,რაც უფრო დიდი ხანი მარტავ ავტომობილს,მით უფრო  კარგად ეჩვევი მოძრაობის წესებს.

No comments:

Post a Comment