Friday, June 20, 2014

ერთი ჩვეულებრივი მაგრამ საინტერესო დღე

   ,,ჩვენ, მთელი მსოფლიოს ადამიანები, ფაქტიურად ერთ ენაზე   ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთის ყუტისგდება  არ ვიცით  და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთი." 
ნოდარ დუმბაძე 
   ადამიანების უმეტესობა (ქართველების) თვლის, რომ მასზე მაგარი ტიპი, განათლებული და მასზე მაგარი ,,მე",  ,,ნუ პროსტა არ არსებობს რა."  ამის გასაგებად რამდენად ,,სერიოზული" საზოგადოება გვყავს გარშემო, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ გადავწყვითეთ მათთვის მარტივი კითხვა დაგვესვა- იცით ეს ვისი ძაგლია? ( რუსთაველის გამზირზე, შოთა რუსთაველის ძეგლი, გიორგი ლეონიძელადო გუდიაშვილი) შედეგზე საინტერესო მინდა ვთქვა, რომ ისტორიები აღმოჩნდა. 
  როდესაც დავიწყეთ გამოკითხვა უკვე ვიცოდით, შეიძლებოდა ვინმეს შეურაცყობაც მოეყენებინა, ეჩხუბა, არ სცოდნოდა, მაგრამ კითხვას თუ იუკადრისება ვერ წარმოვიდგენდით. ერთ-ერთ გამვლელს ვკითხეთ უცვლელი კითხვა და თითქმის კამერის დამტვრევაც კი მოყვა ამ ერთი შეხედვით უწყინარ კითხვას. შუახნის მამაკაცი, რომელიც რომელიც თურმე იქვე რუსთაველის გამზირზე ცხოვრობს (და ს ჩვენ ვერ გავთალეთ), არ შეიძლება ვკითხოთ, 
რადგან ჩვენ გამოვცადეთ ამ კითხვით და ჩვენ ლაწირაკებს ვინ მოგვცა ამის უფლება? :) გარდა ამისა, მის პატარა შვილიშვილსაც კი სცოდნია (და ჩვენ ვერ გავთვალეთ ეს) ვინ იყო შოთა რუსთაველი და თურმე ,,ჩვენხელბი" უნდა გამოვცადოთ ამ კითხვით, რადგან მხოლოდ მათ შეიძლება გაგავცენ პასუხი კონკრეტულ კითხვებზე. (ვაი, რა უცნაურები ვართ ეს ქართველები.) ბოლოს მისი კომენტარი ასე დამთავრდა - გაწიე გოგო ეგ კამერა რას მიღებ!!! - და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს კარგადაც ,,შემიღრინა" და ბუტბუტით ჩაიარა რუსთაველის გამზირი :) 
   განსხვავებით მისგან, თითქმის მისი წლოვანების და ალბათ ცოტა მეტისაც,  გადაღების დროს შემოგვეჭრა და თავისი რუსული აქცენტით და თბილი სიტყვებით ის შეშნებული გულები ,,მოგვილბო" და გაგვამხიარულა კიდეც. დაჟინებით გვეკითხებოდა სააკაშვილთან ერთად ვინ იყრიდა კენჭს საპრეზიდენტოზეო, აგვიღწერა გარეგნობა,
სიმაღლე, მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით რადგან ბათუმი ახსენა და დავიბენით :) ძალიან წყნარად, მშვიდად გვეუბნებოდა როგორო, მე ვიცო და თქვენ არაო?? ძლიან მაინტერესებს ახლა სად არისო და რას აკეთებსო. ბოლოს. როგორც იქნა აღვიდგინეთ ვის გულისხმობდა, მაგრამ სახელს და გვარს ვერ ვიხსენებდით, ამიტომ მოხუცი ღიმილით დაგვემშვიდობა და როცა ბჭობა დავიწყეთ, უცებ მოტრიალდა და გვეუბნება - აი, ისევ მე  სკლეროზიანმა გავიხსენე გიორგი თარგამაძეო :) რა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს შეგვრცხვა, მაგრამ იმდენად კარგად და სწორი დამოკიდებულებით იყო მისი ინტერესი გამოხატული, რომ მთელი დღე დადებითი ემოციებით და ენერგიით ვიყავით დამუხტული :)

No comments:

Post a Comment