Friday, June 20, 2014

ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი



ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საინტერესო, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმია, რომელიც 1937 წელს ქართველი მწერლის, გიორგი ლეონიძის ინიციატივით გაუხსნიათ. 1943 წლის 22 მაისიდან მუზეუმმა სახელმწიფო სტატუსი შეიძინა, ხოლო 1987 წლიდან, იგი გახდა პირველი კატეგორიის მუზეუმი. დღეს, კი ილიას სახელმწიფო მემორიალური მუზეუმის სახელს ატარებს.
  2007 წლის 27 მაისს ჩატარდა ქართველ ბიზნესმენთა საქველმოქმედო ვახშამი, შემოსული თანხა და კიდევ სხვა შემოწირულობები გადაირიცხა მუზეუმის ფონდში, ამას დაემატა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს, კახეთის რეგიონის, ილიას მშობლიური ყვარლის, მთელი საქართველოს ფინანსური და მორალური მხარდაჭერა და დაიწყო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია.
  სტუმრებისთვის საინტერესოა, მუზეუმში გამოფენილი ილიას მემორიალური ნივთები,ივერიისრედაქციის კაბინეტი, გაზეთივერიისორიგინალები, ილიას მოვერცხლილი ხელჯოხი, საანგარიშო, ილიას ბიბლიოთეკის ნაწილი (ენციკლოპედიები), სუნამოს ბოთლი მისი ინიციალებით, ფრანგული წარმოების პერანგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ხელნაწერი (1979.) და 1987 წელს მისივე დაწერილი ილია მართლის ხატი, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ილიას ნაწარმოებზე შექმნილი ფერწერული ნახატები როგორებიცაა: ლადო გუდიაშვილისკაცია-ადამიანი” “აჩრდილი და სხვა ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
  ყველა ფერწერულ ტილოს 2007–2008 წლებში რესტავრაცია  ჩაუტარდა, შეკეთდა ილია ჭავჭავაძის მამისეულ საცხოვრებელი სახლი და მარანი, ასევე რესტავრირებულია მუზეუმის ეზოში მდგარი საგვარეულო კოშკი, რომელიც  თავშესაფრად გამოიყენებოდა.
  სამ სართულიან კოშკს 16-17 საუკუნეებს მიაკუთვნებენ. კახეთისათვის დამახასიათებელი საპორთიპიკაციო  ქვის წყობითა და სათოფურებითაა ნაშენი. შესასვლელის თავზე ამოტვიფრულია ჯვარი, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო. კოშკის სათოფურები ცერადაა გამოჭრილი, რადგან გარედან ნასროლი ტყვია შიგნით ადამიანს არ მოხვედროდა. ოთახში იყო რამდენიმე ტახტი, თაროები და ბუხარი. კოშკში მოთავსებულია მემორიაალური ნივთები რომელიც იმ დროისაა.
   ერთ-ერთი ლეკების თავდასხმის დროს, 1837 წლის 27ოქტომბერს (8ნოემბბერი) გამთენიისას ამ კოშკში დაბადებულა ილია . ილიას დაბადების მოწმეა სახლის ეზოში  მდგარი ხუთასწლოვანი კაკალი,რომელსაც დღემდე აქვს ნაყოფი.
  ილიასეულ ეზოში, წისქვილი და წყლის არხიცაა. წისქვილში ხიდან ამოკვეთილი ორი მარცვლეულის შესანახი ძველებური „კოდი“დგას. 90-იან წლებში ეს წისქვილი დღეღამის განმავლობაში მუშაობდა და იფქვებოდა მოსახლეობის საფქვავი იმ მძიმე პერიოდში. 
 


ძველი ქართული სტილით აშენებულ ილიას საცხოვრებელი სახლის აივნის მოაჯირეები ხისგან გაკეთებული ორნამენტებითაა გაფორმებული. სახლის ჩრდილოეთ კედელი ფანჯრების გარეშეა, რადგან თავდაცვის მიზნით, დაღესტნის მხარეს ფანჯრებს არ უკეთებდნენ.
  სახლი სამი ოთახისგან შედგება, საჯალაბოსაგან, მისაღებისგან და საძინებლისგან. შესასვლელში გვხვდება კედელში ჩაშენებული თაროები, ბუხარი, თახჩები, წალოები, ბანქოს მოძრავი მაგიდა და სხვა. მისაღებში ილიას დედისა და მამიდის ზადახშები, მამისეული სკამი–სავარძელი, კიდევ ერთი ბანქოს მაგიდა და ძველებური ნარდი, სამოვარი, ხელსაქმის მაგიდა, სადაც საქსოვები,  საქარგები, საწერკალამი და ფურცლები ინახებოდა, რომელიც კოტე მარჯანიშვილის დედას, ლიზო ჭავჭავაძეს ეკუთნოდა და მისი სურათით არის გაფორმებული. რაც შეეხება საძინებელს, იგი  აგურით არის მოპირკეთებული. ოთახში დგას მოფარდაგებული ტახტი, კომოდი, სარკე, ტანსაცმლის კარადა, ნახშირის უთო და ილიას წინაპრების ნაქონი თოფიარაღი. სახლ-მუზეუმის სტუმრები ასევე იხილავენ ზეთის ლამპებს, ილიას მიერ შეძენილ მაგიდას და სკამებს, მათი ოჯახის და წინაპრების ხატებს და ბევრ სხვა საინტერესო მემორიალურ ნივთებს.

სახლს მიშენებული აქვს მარანი, რომელიც, როგორც წესი უფრო დიდი შენდებოდა ვიდრე სახლი. მარანში სხვადასხვა ზომის 37 ქვევრია, სადაც 40 ურემი ყურძნი იწურებოდა. მარანში ცაცხვის ის მორიდან ამოჭრილი ორი საწნახელიცაა, მუზეუმის გიდის, მაია შავბალახაშვილის თქმით, ერთს რქაწითელის და მეორეს საფერავის დასაწურად ენებდნენ. საწნახელი დევს წნელი,  რადგან მხოლოდ სუფთა წვენი ჩასულიყო ქვევრში. მარნის მარჯვენა კედელში  ბუხარია, რომელიც ზამთარში სითბოსათვის იყო საჭირო.
  წელს, ილიას სახელმწიფო მუზეუმს საიუბილეო წელი აქვს, მუზეუმის დაარსებიდან 75 წლისთავი, ილიას დაბადებიდან 175 წლისთავი, ილიას მკვლელობიდან 105 წლისთავი, ხოლო ილიას წმინდანად შერაცხიდან 25 წლისთავი. 8 ნოემბერს, კიილიაობაა”, სადაც მუდამ უამრავი სტუმარი ჩამოდის ხოლმე.” - ამბობსილიას სახელმწიფო მუზეუმისდირექტორი თამარ ზურიაშვილი.


No comments:

Post a Comment