Friday, June 20, 2014

Popcorn Movies


თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ როგორ გაატაროთ Weekend-ი, მაშინ რამდენიმე ფილმს გირჩევთ, რომლებიც უკვე გამოვიდა და ყველაზე წარმატებული თუ მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსიც დაიმსაუხრა. 

"22 Jump Street" უკვე დიდ ეკრანებზეა - სურათის პრემიერა 13 ივნისს შედგა და მისი შემოსავალი მსოფლიო მასშტაბით უკვე 77 მილიონ დოლარს აღემატება. Phil Lord-ისა და Christopher Miller-ის კრიმინალურ კომედიაში მთავარ როლებს Channing Tatum-ი და Jonah Hill-ი ასრულებენ. 

ანიმაციური ფილმი "How to Train Your Dragon 2" ''დრიმვორქს სტუდიოსთვის'' საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მისმა შემოსავალმა პირველსავე ''უიქენდზე'' 75 მილიონ დოლარს გადააჭარბა. "როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის" გაგრძელება ყველა ასაკის ადამიანს მიიზიდავს ახალ-ახალი თავგადასავლებითა და გასაოცარი სპეც-ეფექტებით.

შეუძლებელია არ ვახსენო "Maleficent", რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია მსოფლიოს კინოთეატრებს იპყრობს და მისი შემოსავალიც კოლოსალურ თანხებს აღწევს. გასულ Weekend-ზე ფილმის შემოსავალმა 18 მილიონი დოლარი შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით კი უკვე 273 მილიონ დოლარამდე მოგება ჰპოვა. ფილმში მთავარ როლს Angelina Jolie ასრულებს, ნამუშევრის რეჟისორი კი Robert Stromberg-ი გახლავთ. 

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც არ კარგავს მაყურებელს "Edge of Tomorrow" გახლავთ. მისი პრემიერა 6 ივნისს შედგა. გასული კვირის განმავლობაში ფილმმა 17 მილიონიანი მოგება ჰპოვა. საერთო ჯამში კი 181 მილიონი გამოიმუშავა. “მომავლის ზღვარის“ სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება - უცხოპლანეტელები თავს ესხმიან დედამიწას და ანადგურებენ მილიონობით ადამიანს. ნამუშევარში მთავარ როლებს Tom Cruise-ი და Emily Blunt-ი ასრულებენ. 

ბოლო დღეების კიდევ ერთი მაღალშემოსავლიანი ფილმი - "The Fault in Our Stars"-ია. სურათის რეჟისორის ამპლუაში Josh Boone გვევლინება, მთავარ როლებს კი Shailene Woodley და Ansel Elgort-ი ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 12 მილიონი დოლარით განისაზღვრა. გასულ ''უიქენდზე'' მისმა შემოსავალმა 15 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამში კი 119 მილიონი გამოიმუშავა.

No comments:

Post a Comment