ჯგუფი 7 წლის წინ შეიქმნა. თავდაპირველად პროექტი ღია იყო და მასში სხვადასხვა მუსიკოსებს იწვევდნენ. მოგვიანებით იგი ტრიოდ ჩამოყალიბდა. ჯგუფმა 2010 წელს თავისი სადებიუტო ალბომი Nobody At Home (შინ არავინაა) ინტერნეტში გამოსცა. მეორე ალბომზე ახლა მუშაობენ და, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის მზად იქნება. საინტერესოა, რომ ალბომი ტრიომ შეიძლება ალტერნატიული სახით გამოსცეს.
„ღრუბლებისდამჭერებმა“ უკვე ჩაატარეს რამდენიმე სოლო კონცერტი. წელს გაზაფხულზე მათ პატივი ერგოთ, თბილისში ჩამოსული ცნობილი კანადური ტრიპ-ჰოპ დუეტის – Elsiane-ის კონცერტზე „გამახურებლები“ ყოფილიყვნენ. Catch The Clouds-ის სტილი ტრიპ-ჰოპის, ემბიენტის და ჩილაუტის სასიამოვნო კოქტეილია. ტრიოს მუსიკა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ნათელი, მრავალფეროვანი და ამაღლებული მელანქოლია, რომლის მოსმენაც ერთნაირად სასიამოვნოა როგორც სახლში, ისე ქუჩაში. შედეგად, მსმენელს უჩნდება შეგრძნება, რომ ღრუბლების დაჭერა მართლაც მშვენიერი საქმიანობაა.
No comments:
Post a Comment