Saturday, June 21, 2014

ყველაზე უცნაური მოვლენები მსოფლიოში

დედამიწა ჯერაც არაა ბოლომდე შესწავლილი და ნებისმიერ წამს შეიძლება რამე უცნაურს გადაეყაროთ.

კატატუმბოს ელვა – ეს ბუნებრივი მოვლენაა,რომელიც უხმოა.ელვა წარმოიქმნება დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე.გაელვება 140-160 ღამეს ხდება,ღამე 10 საათის განმავლობაში,ხოლო საათში 280-ჯერ.ეს ხშირი მოვლენა მდინარე Catatumbo-ს პირზე ხდება იმ ადგილას,სადაც ელვა მარაკაიბოს ტბაში ვარდება.
თევზის წვიმა ჰონდურასში

ცხოველების წვიმა – საკმაოდ იშვიათი მეტეროლოგიური ფენომენია,თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული მთელი ჩვენი კაცობრიობის მანძილზე.ჰონდურასის ფოლკლორისთვის – ეს მოვლენა რეგულარულია.ყოველ წელს,მაისსა და ივლისს შორის ცაზე ჩნდება მუქი ღრუბელი,ელავს,ქუხს,უბერავს ძლიერი ქარი და 2-3 საათის განმავლობაში კოკისპირული წვიმა მოდის.როგორც კი წვიმა წყდება – ხალხს მიწაზე ასობით ცოცხალი თევზი ხვდება.
ხალხი თევზს სოკოსავით კრეფს და სახლში მიაქვს შესაწველად.1998 წლიდან ქალაქ იოროში იმართება ფესტივალი „Festival de la Lluvia de Peces“ – თევზების წვიმის ფესტივალი.ერთი ჰიპოტეზა ამ უცნაური ფენომენის წარმოშობის შესახებ იმაში მდგომარეობს,რომ ძლიერ ქარებს აჰყავთ თევზი რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში,რადგანაც ჰონდურასის სამხრეთ ნაპირებზე,კარიბის ზღვის წყლები გათამამებულია თევზითა და ზღვის პროდუქტებით.თუმცა,ზუს.ტად არავინ იცის როგორ ხდება ეს ყველაფერი.
კალიფორნიაში მცხოვრებ 21 წლის სტუდენტს, ჩანელ ტაპერს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა აქვს. გოგონას ენის სიგრძე 9.75 სანტიმეტრია


ობობები, ალქაჯები და ჩონჩხები: თქვენ შეიძლება იხილოთ ნებისმიერი ობიექტი. ამ საშინელ ფორმებს მანათობელი აირისა და მტვრის მოლეკულები ქმნიან, რომლებიც მთელს სამყაროში არიან მიმოფანტული. 

თოჯინების კუნძული მექსიკაში მდებარეობს და იქ მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. მნახველის თვალწინ საშინელი ხედები იშლება: ყველა ხესა თუ სახლზე თვალებდათხრილი და ხელფეხმოტეხილი თოჯინაა მიმაგრებული. ყველაფერი კი ჯულიან ბარერის სახელს უკავშირდება.
ერთხელ კუნძულზე გოგონა დაიხრჩო, მან შემთხვევის ადგილას თოჯინა იპოვა და შეინახა, რადგან სჯეროდა, რომ ის გარდაცვლილის სულთან იყო დაკავშირებული. შემდეგ თოჯინებს სხვაგანაც პოულობდა და გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. კუნძულზე პატარა ქოხში დასახლდა და 50 წლის მანძილზე უამრავი დასახიჩრებული თოჯინა შეაგროვა. გარკვეული დროის შემდეგ, კუნძული წყლით დაიფარა და როდესაც ისევ გამოჩნდა ზედაპირზე, მხოლოდ თოჯინები იყო დარჩენილი, ჯულიანს კი ვერსად მიაგნეს. დღესდღეობით კუნძული მექსიკის ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ექსტრემალურ მოგზაურობებზე უამრავი დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული, რაც ყველაზე გაბედულ და თამამ ტურისტებში მეტ ინტერსს აღვიძებს, რათა მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერიტორიებს ესტუმრონ. უკეთესი იქნებოდა, თუ ვიტყოდით საშიში კი არა შემაძრწუნებელი, რადგან ესაა მისტიკური ადგილები, რომელთა ხსენებისას ტანში ჟრუანტელი გვივლის. 

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება იმ უცნაური ტერიტორიების მონახულება, რომლებზეც ლეგენდები დადის და მათზე საშინელებათა ფილმების გადაღებაც კი შეიძლება.

No comments:

Post a Comment