Friday, June 20, 2014

"აიფონ 5" სტუდენტებისთვის - "აფიორა" თუ ქართული სიხარბე?!


"ყველა ჩვენ გვლანძღავს, იმის მაგივრად, მხარი დაგვიჭირონ, ჩვენს ახალგაზრდებს თურქები ჩაგრავენო..."

"ამას ის თაობა ვერ გაიგებს, ვისაც სტუდენტობა უშუქობაში აქვს გატარებული..." 

"არ მინდა, ვინმემ წამომაძახოს, - ტელეფონის გამო მაღაზიაში მუშაობდაო..."



"ვისი რა საქმეა, რამდენლარიან ტელეფონს შევიძენ?.. ბოლო დღეებია ამ თემას ატრიალებენ. სტუდენტები მუდმივი თავდასხმისა და შემოტევის საგანი გავხდით, - მატრაკვეცები ხართ და დაიმსახურეთო, კარგით რა. უსაქმურები არიან და ჩვენი განსჯის მეტი საქმე არ აქვთ. იმის მაგივრად, მხარი დაგვიჭირონ, ჩვენს ახალგაზრდებს თურქები ჩაგრავენო, ყველა ჩვენ გვლანძღავს..." - გაბრაზებით მითხრა, 18 წლის სტუდენტმა, რომელსაც ბოლო დროს სალაპარაკო თემად ქცეულ "აიფონ 5-ის" მახესთან" დაკავშირებით ვესაუბრე...

განვადების აქცია, რომელიც კომპანია "ჯეოსელმა" სტუდენტებს შესთავაზა, ასეთია: - სტუდენტებს 16 გბ-იანი Iphone 5s–ის განვადების შემთხვევაში თვიურად 89 ლარის გადახდა უწევთ, დამატებითი მომსახურების შემთხვევაში, - 119 ლარის და 169 ლარის გადახდა, ხოლო 32 გბ-იანი Iphone 5s–ის განვადების დროს 139 ლარის. თუმცა, აქვე განუმარტეს, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 60 ლარის გადახდა, ხოლო გადაცილების, ანუ 30 დღის განმავლობაში მეტის გადახდა მოუწევდათ. სტუდენტების თქმით, 2000 ლარზე ისინი არავის გაუფრთხილებია... 

"ჯეოსელის" ოფიციალური ვებ–გვერდის მიხედვით, განვადების მიღება 18–22 წლამდე სტუდენტებს, მხოლოდ სასწავლებლიდან წარდგენილი ცნობის საფუძვლეზე შეუძლიათ. 



No comments:

Post a Comment