Saturday, June 21, 2014

"ქალი კამელიებით"

               მარი დიუპლესი - ქალი რომელზეც შექმნილმა რომანმა                                                        ალექსანდრე დიუმას  დიდება მოუტანა

               
                პარიზელი კურტიზანი ქალის ნამდვილი სხელი და გვარი ალფონსინა პლესი გახდათ. სწორედ, მისი და ალექსანდრე დიუმა უმცროსის სიყვარულის ისტორია დაედო საფუძვლად ჯერ მწერლის რომანს, ხოლო შემდეგ კი მისსავე პიესას - „ქალი კამელიებით“. მოგვიანებით, ვერდიმ შექმნა ოპერა „ტრავიატა“.
    „მაღალი იყო, შესანიშნავი აღნაგობის, შვი თმით, თეთრ-ვარდისფერი პირ-სახით, - წერდა ალექსანდრე დიუმა უმცროსი მოგვიანებით, - პატარა თავი და წაგრძელებული თვალის ჭრილი ფაიფურის თოჯინას მოგაგონებდათ, მისი თვალები ამაყ, სიცოცხლითსავსე ბუნებაზე მეტყველებდა.“- ეს იყო მისი დროის ყველაზე ცნობილი კურტიზანი ქალი - მარი დიუპლესი.
          ალფონსინა პლესი 1824 ცწელს დაიბადა, ფერმერის ოჯახში, ხმები დადიოდა, რომ მამა პატარა აფონსინა ბოშებს მიჰყიდა, ბოლოს იგი პარიზში აღმოჩნდა. ქალების კაბებს კერავდა მარი დიუპლესის სახელით. კაბების კერვა დიდხანს არ დასჭირვებია, რადგან მისმა დახვეწილმა გარეგნობამ მალევე მიიპყრო რესტორნის მეპატრონის ყურადღება და ბინითაც უზრუნველყო. პირეველი საყვარელი მალე ჩანაცვლა მერორემ და ასე შემდეგ...
           დღისით ეპიკური სეირნობა, ღამით ოპერა ან თეატრი, რასაც ბრწყინვალე შეხვედრები და მიღებები მოსდევდა მამაკაცებთან - ეს იყო კურტიზანი ქალების ცხოვრება. მარი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კურტიზანი იყო. ამბობდნენ, წელეაში 100 000 - ის დახარჯვა შეუძლიაო. უყვარდა კითხვა. თეატრის ყყრებისას მუდამ თან ჰქონდა 3 რამ შაქრის ნატეხი, „ბინოკლი“ და კამელიები. ალექსანდრე დიუმაც ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გაიცნო და მაშინვე მოხიბლა. თუმცა მათი რომნი დიდხანს არ გაგრძელებულა.
         




1845 წლის 30 აგვისტოს დიუმამ მისწერა ბარათი: „ მე არ ვარ იმდენად მდიდარი, რომ მიყვარდეთ ისე    როგორც ვისურვებდი და არც ისე ღარიბი ვარ გიყვარდეთ ისე< როგორც ისურვებდით. თქვენ მეტისმეტად კეთილშობილი ხათ იმისთვის, რომ ვერ გამიგით და მეთისმეტად ჭკვიანი, იმისთვის, რომ ვერ მაპატიოთ.“
            მარი ამდროისთვის ავად იყო. მოახლოებული სიკვდილის შიში მუდამ თან სდევდა. მას ჭლექი შჭირდა. ექიმები სიმშვიდეს ურჩევდნენ, მაგრამ ის ისე იქცეოდა თითქოს ეძებს სიკვდილსო, რათა თავიდან აეცილებინა კურტიზანი ქალისთვის უარესი დასასრული8 - სიბერე.
           ჭლექი მარის მალე უღებდა ბოლოს. მას აღარ ჰქონდა ძალები საზეიმო ცხოვრების ორომტრიალში ძველებურად ჩაბმულიყო.
         სძინებელში პატარა სკამი დაედგა მუხლმოყრა და ლოცვების კითხვა რომ შესძლებოდა, მღვდელსაც უხმო. კურტიზანი ქალი 1847 წლის 3 თებერვალ გარდაიცვალა. ის 23 წლის იყო... კედლებს მიღმა კი მადლენის ქუჩაზე კარნავალი   მხიარულებდა.

            ალექსანდრე დიუმა უმცროსი ამ დროს ესპანეთსა და ალჟირში მოგზაურობდა. მარის ამბავი დიუმა უმცროსმა გზად, შინისკენ მომავალმა შეიტყო. მაისში დიუმამ სასტუნროს ნომერი იქირავა, მარის წერილები გადაიკითხა და ჩაუჯდა რომანს, რომელმაც დიდება მოუტანა.   
                     

No comments:

Post a Comment