Friday, June 20, 2014

BZZZ თუ სულის ნახატი?!

ყველაფერი ბზბზბზ-თი იწყება...ზუსტად მაშინ იცვლები ამ ბზუილს, რომ ისმენ. იქამდე გრძელი გზაა ხოლმე, გასავლელი. თუ ახლაც ბზზზ გესმის ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენს სხეულზემელნისნაკლებობას განიცდიდი აქამდე...თუმცა არა მარტო სხეულზე. ხშირ შემთხვევაში ამას შენი შინაგანიმეითხოვს. საქართველოში, ზოგისთისმელანისხეულზე თავისუფლების გამოხატვას ნიშნავს ანუშემომხედე, ქართული მენტალობის არ ვარ ანუ არ ვარ შებოჭილი“, ზოგისთის სიძერსკის ნიშანია ანუნახე ტატუ მაქ და მაგარი ტიპი(ტიპშა) ვარ“, ზოგისთის კი თვით გამოხატვის საშუალებაა, აზრების, გრძნობების, საკუთარი შინაგანი სამყაროს და სათქმელის ნიმუშია. „მელანისხეულზე, ხომსულისნახატია“. პოლინეის ხალხის დიალექტზეტანიშნავს ნახატს, „ატუ“-სულს. ტერმინიტატუ”  ბრიტანელმა კაპიტანმა, ჯეიმს კუკმა გამოიყენა თავის დღიურშიჭრილობისმნიშვნელობით. ხოლო ესდღეოით ევროპაში მას სვირინგს უწოდებენ. პირველი ტატუ გიზას პირამიდის შესწავლისას აღმოაჩინეს ჩვ..აღ.-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალიმუმიის სხეულზე. ასევე, არქეოლოგმა ჯოან პლეტჩერმა იტალიაავსტრიის საზღვარზე აღმოაჩინა 5,200 წლისმუმია, რომლის გაყინულსხეულუამრავი ტატუთი იყო მოხატული. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სხეულის მოხატვა პირველყოფილმა ადამიანებმა გამოქვაბულის კედლების მოხატვის პარალელურად დაიწყეს.
მაშინდელი ადამიანი წინაისტორიულ სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, ამიტომ ტატუსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა: ნადირობის დროს თავს ინიღბავდა, საკუთარი ტომის, სოციალური მდგომარეობის შესახებ  იძლეოდა ინფორმაციას და, რაც მთავარია, მაგიური ნიშნებით ღმერთების კეთილგანწყობას იმსახურებდა. ჭრილობაში შემთხვევით მოხვედრილი ნახშირი, მცენარის წვენიანს ხვაბუნებრივი ფერმენტი შეხორცების შემდეგ ნაიარევს თავისებურ ფერს აძლევს, რომელიც ხშირად სამუდამოდ რჩება ტანზე. ზუსტად ეს არის ტატუ. დღეს ტატუ ხელოვნებაა. ბოდი-არტი, მოდა, სხეულის სამშვენისი, მხატვრობის ერთ-ერთი პოპულარული სტილი. ტატუ ადამიანის ინდივიდუალურობის ზუსტად ის გამომხატველი ნიშანია, რომელიც სამკაულისგან და აქსესუარებისგან გამოირჩევა. მას ვერ აიღებ ვალად, ვერ ათხოვებ, ვერ დაკარგავ და მითუმეტეს ვერ მოგპარავენ. ის თან ახლავს ადამიანს გაკეთების წუთიდან ცხოვრების ბოლომდე...თუ არ მოიშორებ. რაც შეეხება ტატუს მოშორებას არსებობს სხვადასხვა მეთოდი და ეს საკმაო ტკივილთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ ტატუებს, რომლებსაც ხშირად ვნახავთ ადამიანის სხეულზე ესენია : ცხოველი, ანმწერი, ცნობილი ციტატები, ინიციალები, მნიშვნელოვანი  თარიღები, ვარსკვლავბი, ანგელოზი, ზოდიაქოსნიშნები, ამულეტი, ყვავილი, იეროგლიფი ,სიმბოლოები, ჯვრები, გრაფიკული გამოსახულებები. ტატუირება საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო პოპულარული. სვირინგს განსაკუთრებით კრიმინალები სწყალობდნენ, რომლებიც თავიანთსაქმეთსაგმირონთიხატავდნენ სხეულებზე

აღსანიშნავია, რომ კრიმინალთა შორის ტატუს შემთხვევაშიც ერთგვარი ერარქიას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, თუარიფინაკოლკისნაცვლად ქართულ ტატუს გაიკეთებდა, მკაცრად დაისჯებოდა. ეგრედწოდებულ კანონიერ ქურდებში დიდი წარმატებით მგლის ფიგურა სარგებლობდა . ამავე ფენისვის დიდად საამაყო იყო მხრებზე და მუხლებზე გამოსახული .. “ზვეზდოკები”. ისეთი სიმბოლიკა, როგორიც არის : კატა- როგორც ამბობენ ხოლმე, ძაღლებს გაურბის "კრისებს" დასდევს. დელფინი-თავისუფლებისა და სიყვარულის სიმბოლო. ჯვარი- უკვდავების სიმბოლო. თვალი- ავი თვალისგან დამცველი და ბედნიერების მომნიჭებელი. თუთიყუში- ბირმის მოსახლეობა წარმატების მოსაზიდად იხატავდა. რაც შეეხება თანამედროვე ტატუს, მასზე რაიმე იერარქია არ ვრცელდება და ყოველ მსურველს ნებისმიერი ფორმისა თუ შინაარსის გამოსახულება შეუძლია ამიტვიფროს ნებისმიერ ადგილზე. სამწუხარო ის არის, რომ ტატუმ თავისიდეინინიშანი დაკარგა და ბევრისთის მაინც აქსესუარის ნიშნად დამკვირდდა. ტატუსფასიმისიზომისადასირთულისმიხედვითგანისაზღვრებააღსანიშნავია, რომ დღეს სვირინგისადმი ინტერესს ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად იჩენენ. ხოლო ზოგიერთიტატუიროვჩიკისთქმით მათ  „კლიენტლისტშიუფრო მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. რომ არა ქართველების უდიდესი ფანტაზია, ალბასხვაგან ვერსად მოვისმენდით, რომ ტატუ-ს მხოლოდ გარყვნილი და მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები ატარებენ. ქართული საზოგადოებისთვის მისაღები ტატუ ალბათ მაინც სცენავეფხისტყაოსნიდანიქნებოდა, სადაც ტარიელი ახრჩობს ვეფხვს და წარწერა: “რა დამავიწყებს საყვარელ დედას”. ტატუს რელიგია კრძალავს, ის ცოდვად მიიჩნევა და ადამიანის სხეული ცვლილებს არ უნდა განიცდიდეს; ამას ამთკიცებენ სასულიერო პირები. რამდენად მართალია იმსჯელეთ თქვენ. „მელნით“ შექმნილი იდეინი „სულის ნახატი“ სხეულზე - ეს ტატუა. ტატუს გაკეთება-არგაკეთების საკითხი ინდივიდუალურია და შინაგან „მე“-ზეა დამოკიდებული. ხოლო იმის შემდეგ, როცა ბზზზ-ს გაიგებ, გახსოვდეს რომ აღარასდროს იქნები შიშველი, თუ კი სხეულზე მელანი  (INK) გაქვს.
 

No comments:

Post a Comment