Friday, June 20, 2014

მოდა ესპანური აქცენტით


გაუჩოს სტილი ჯერ კიდევ ХХ საუკუნის 70-იანი წლებიდნ იღებს სათავეს. ეს იყო თავისუფალი ადამინების სამოსი, რომელიც ძალიან გავდა სამხრეთამერიკელი ინდიელებისა და მექსიკელი კოვბოების სამოსს. ასეთი ტანსაცმელი, ალბათ, ფილმებიდანაც გახსოვთ. ძირითადად ესაა ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი სამოსი, ბევრი სხვადასხვა ფორმისა და ზომის აქსესუარით. წელს მსოფლიოს წამყვანმა დიზიანერებმა გადაწყვიტეს ეს სტილი უახლესი მოდის ტენდენციად აქციონ. შესაბამისად, ტრადიცული ფორმატის სამოსში უამრავი შესწორება შევიდა. მთავარი ისაა, რომ გაუჩოს წელს მაღალი მოდის პოდიუმებზე ქალთა კოლექციაში ვხვდებით. ეს სამოსი უფრო ესპანურ ნაციონალურს ჰგავს, თუმცა მასში მრავლდაა ძველი ტრადიციული ელემენტებიც. ესაა ულამაზესი ქვედაბოლოები ყვავილოვანი პრინტით, ნაქსოვი მოსასახამები და ეთნიკური სტილის პრინტი.



ის რაც ძველი პერიოდიდან გაუჩოს სტილს შემორჩა, ნატურალური ქსოვილია - მატყლი , შალი, ტყავი და ზამში. თუმცა დამატების სახით სხვა ქსოვილებიცაა გამოყენებული. მთავარი, რაც ამ სტილს ესპანურ ხიბლს აძლევს, ქსოვილზე დატანილი პრინტია, ასევე ტრადიციული გეომეტრიული ორნამენტი, გრაფიკული ჭრილი და თავისუფალი სილუეტი. რა თქმა უნდა, აქ ფონს ვერ გახლავთ ჯინსის გარეშეც, რადგან კოვბოის სამოსი დენიმის გარეშე წარმოუდგენლია. ასევე აქტიურად უბრუნდება პოდიუმს ტყავის ქურთუკები და შარვლები. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, წლის მთავარი ჰიტია შარვალი - გაუჩო, რომელსაც საოცრად უხდება ნაქსოვი თბილი ბოლერო. თუ კოვბოის სტლისადმი ინტერესი გაგიჩნდათ, აუცლებლად მიადევნეთ თვალი ანტონიო მარასის, ვერსაჩესა და რობერტო კავალის მიერ შექმნილ კოლეციებს, სადაც გაუჩო შთაგონების მთავარი წყარო გახდა.



მართალია მთლიანად ამ სტილის მორგება ოდნავ ნოვაციურია, თუმცა ბევრმა გაუჩოს სტლისადმი ერთგულება აქსესუარებით გამოხატა. ესაა დიდი ზომის ჩანთები, მეტალის აქსესუარები და დიდი ზომის ქამრები.

No comments:

Post a Comment