Friday, June 20, 2014

ასრულებს თუ არა ჟურნალისტიკა დღეს თავის ფუნქციას?!

ასრულებს თუ არა ჟურნალისტიკა დღეს თავის ფუნქციას?!

      საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი აუდიტორია ტელევიზიას ჰყავს. თუმცა, რასაკვირველია რადიოსა და პრესას ჰყავს გარკვეული სეგმენტი, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობის.რაც შეეხება ქართულ პრესას იგი ძირითადათ კერძო საკუთრებაშია, ქართველი მკითხველი უმეტესად  ხელმისაწვდომ ჟურნალ-გაზეთებს ყიდულობს, რომელთა ფასი 30-დან 1 ლარამდე მერყეობს, ამიტომ ჯიხურებიდან გაქრა მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი ჟურნალ-გაზეთები, რადგან ისინი მომგებიან გამომცემლებად ვერ ჩამოყალიბდა.მცირე ტირაჟით იბეჭდება მაგ: ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“, რაც გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ყვითელი პრესით და არა შემეცნებითი ინფორმაციით, რაც უფრო მნისვნელოვანია საზოგადოებისთვის.რაც შეეხება ტელემაუწყებლობას  დაახლოებით 10-მდე ტელეკომპანია მოღვაწეობს, მაგრამ თითოეული მათგანი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, აგრეთვე არსებობს რამდენიმე რეგიონალური კომპანიაც.უფრო უკეთესიც იქნებოდა , რომ მეტად დაბალანსებულიყო ქართული მედია-საშუალებების სტრუქტურა.
                                                     
     ვარდების რევოლუციამ მნისვნელოვანი ბიძგი მისცა  მედიის განვითარებას. ტელეკომპანია „რუსთავი 2 „-მეძლო , შეძლო და აიღო საკუთარ თავზე, სამოქალაქო ჟურნალისტიკის სათავეები და ყველაფერი სისხლისღვრივგარეშე მოახერხა. იგივეს გაკეთება 4 წლის შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ ვერ შეძლო.სამოქალაქო  ჟურნალისტიკის იდეა განსაკუთრებით გასულ წელს გახდა პოპულარული აშშ-ში.
                                          

             ამ გადასახედიდან თუ შვაფასებთ ქართულ ჟურნალისტიკას, დავასკვნით იმას რომ  ჩვენი მედია- საშუალებები საზოგადოებრივ ინტერესებსაც ითვალისწინებს, თუმცა ამასთანავე არსებობს გარკვეული შეცდომებიც. თანამედროვე ქართული მასმედია შეიძლება ითქვას, რომ განვითარებას ახლა იწყებს. მისი ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის  შედმეგ 90-იანი წლების დასაწყისში იწყება.დაახლოებით 17-18 წელია რაც ქართულმა მასმედიამ დაოუკიდებლად არსებობა დაიწყო. დღეს ქართული მედია არასახარბიელო მდგომარეობაშია, ხელისუფლებამ თავისუფლად მოახერხა სხვადასხვა ქართული ტელევიზიების ხელში ჩაგდება.
             ჩემი აზრით  ჟურნალისტებმა უნდა შექმნან მაქსიმალურად კრიტიკული გარემო, რაც ხელს შეუწყობს, ჟურნალისტიკის ნორმალურად განვითარებას. ტელეკომპანიების ყველაზე დიდი პრობლემაა დამოუკიდებლობა, მათი რეალური მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ამიტომ ისინი თავს ვერ იზღუდავენ მედია მფლობელებისგან.

No comments:

Post a Comment