Friday, June 20, 2014

ლოგოები, რომლის მნიშვნელობაც არ ვიცოდით

  ლოგო – თქვენ მათ ყოველდღე უყურებთ, თითოეული მათგანი გარკვეულ ასოციაციებს იწვევს თქვენში. თითოეულის ღირებულება მილიონობით და მილიარდობით დოლარს აღწევს, მაგრამ იცით კი სინამდვილეშ რას წარმოადგენენ ისინი?! იცით კი მათი ზუსტი შინაარსი?! დიახ, დიახ, საუბარია ლოგოებზე, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობნი არიან, თუმცა მათი ზუსტი შინაარსი ბევრმა არ იცის. ამ პოსტში ნახავთ 10 ლოგოს, რომელთაც დაფარული მნიშვნელობა და შინაარსი აქვთ.
   მოდით შორს აღარ წავიდეთ და ჩვენთვის ნაცნობი კომპანიით დავიწყოთ:
   Apple - თუ მისი ლოგო გინახავთ და დარწმუნებული ვარ, რომ გინახავთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ მას მოკბეჩილი ვაშლის ფორმა აქვს. სინამდვილეში ლოგოს ფორმა აღებულია ბიბლიური ეპიზოდიდან ადამ და ევას შესახებ. (“Tree of Knowledge”)
Apple ლოგო

  Amazon - ამაზონის ლოგოს საიდუმლო და შინაარსი არც ისე ძნელი გამოსაცნობია. კომპანია ყიდის ყველაფერს, რასაც აქვს სახელი. დაწყებული ასო “A”–თი და დამთავრებული ასო “Z”–ით. თან ისე, რომ კომპანია მის მომხმარებლებს კომფორტს და სიამოვნებას გვრის:)
amazon ლოგო
  IBM – ის თანაბრად “დაზოლილ” ლოგოს შინაარსში დევს ის, რომ იგი კომპანია სამართლიანი ყველას მიმართ. (როგორ არ გაგახსენდება შოთას სიტყვები: “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების”)
ibm  ლოგო

  Mobil - ის სხვადასხვა ფერის ასოები ლოგოში სხვადასხვა რამეზე მიუთითებს. წითელი ძიერების ნიშანია, ხოლო ლურჯი კი ერთგულებისა და მზრუნველობის.
mobil ლოგო
 FedEx – მას ძალიან დიდი და ღრმა შინაარსი აქვს. ლოგოზე თუ დავუკვირდებით ბოლო ორ ასოს, შევამჩნევთ რომ მასში მარჯვნივ მიმართული ისარი ჩანს, რაც მუდმივ წინსვლას ნიშნავს.
fedex ლოგო

  Audi – ალბათ ბევრს გასჩენია კითხვა თუ რატომ არის აუდის ლოგოში ოთხი რგოლი. ეს რგოლები იმ ოთხი კომპანიის სიმბოლოა (DKW, Horch, Wanderer & Audi), რომლებიც შეადგენდნენ კომპანია Auto Union Consortium–ს 1932 წელს
audi ლოგო

არსებობს მოსაზრება რომ BMW – ს ლოგო წარმოადგენს ძველი თვითმფრინავის პროპელერს ბრუნვაში. ლურჯი ფერი კი სიმბოლურად ზეცას ნიშნავს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან BMW ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს საფაერო საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა. თუმცა ერთერთი წყაროს თანახმად ის ბავარიის დროშიდან გამომდინარეობს და ბავარიულ საწყისებზეა დაფუძნებული.
bmw ლოგო

Mercedes-Benz – ის სამი წვერი ერთდროულად აღნიშნავს მიწას, წყალს და ჰაერს. კომპანია ამით იძლევა სიგნალს, რომ ის არის დომინანტი სამივე სფეროში.
mecerdes ლოგო
Toyota – ლოგოზე სამი ერთმანეთში ჩასმული ოვალი ჩანს, რომელიც გულებს აღნიშნავს. პირველი ეს არის მომხმარებლის გული, მეორეა პროდუქციის გული და ბოლო კი მომავლის ტექნოლოგიური პროგრესის გულს გამოხატავს.
toyota ლოგო

Volkswagen–მა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო იაფი ავტომობილების წარმოება ხალხისთვის და ლოგოც ამის მიხედვით შეარჩია. “Volks” – ნიშნავს ხალხს, ხოლო “Wagen” – ავტომობილს. რაც პირდაპირ თარგმანში სახალხო ავტომობილს ნიშნავს.
volkswagen ლოგო

No comments:

Post a Comment