Friday, June 20, 2014

ოჯახში ძალადბა



ძალადობა ოჯახში - თემა რომელიც აქტუალურობას არასოდეს კარგავს. ოჯახის სხვა წევრების მიმართ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას სისასტიკის ტენდენცია ახასიათებს და ხშირად მეორდება. ეს არის ის რაც ყოველდღიურად გვესმის და რაზეც საუბარი საქართველოში ტაბუდადებულაი. მსხვერპლი სხვასთან ამ თემაზე საუბარს ვერ ბედავს, შედეგად კი ოჯახური ძალადობის ტრაგედიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. უმრავლესობა ქალაბტონებისა ამბობენ რომ შვილის გამო უძლებენ მოძალადე ქმრებს. გასათვალისწინებელი კი ისაა რომ ამ ფაქტის შემყურე ბავშვების უმრავლესობისგან კიდევ ახალი მოძალადები ყალიბდნებიან. სტატისკის მიხედვით, სწორედ ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვები ხდებიან მოძალადეები.


„ოჯახში ძალადობა  მტკიმნეულად აისახება ბავშვებას ფსიქიკაზე. ამ  შემთხვევაში დაახლოებით 15 კვირიანი თერაპია ხორციელდება.ეს იმ შემთხვევასი იქნება ეფექტური თუ ის მ’შობელთან ერთად მოდის და თუ ძალადობა ქალბატონზე ან უშუალოდ ბავშვზე აღარ ხორციელდება.  უმეტეს შემთხვევაში  ხშირად ქალები მოდიან ბვავშვებთან ერთად რადგან უფრო ასე უფრო მარტივია ვიდრე აღიარონ ის რომ მას და მის მეუღლეს აქვს პრობლემები.“ - ნინო გოგიჩაძე, ფსიქოლოგი
ქალბატონები, რომლებიც ოჯახური ძალადბის მსხვერპლნი ხდებიან შეუძლიათ მიმართონ  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაურს, სადაც მათ შეუძლიათ დროებით განთავსება „კანონდებლობით გათვალისწინებულია 3 თვე. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ეს ძალიან რთული შემთხვევაა თითეული მსხვერპლის მდგომარეობა ინდვიდუალურად განიხილება. ყოფილა შემთხვევები რომ მსხვერპლს ერთი წელიც უცხოვრია ჩვენს თავშესაფარში.“
„ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოთ და დავუბრუნოთ მათ საკუთარი თავის რწმენა და თვითშეფასების უნარი. ყოფილა შემთხვევები რომ ჩვენი დახმარებით ქალბატონებს დაუწყიათ ბიზნესი და სვადასხვა საქმე.  ჩვენ გვინდა მათ დავაჯეროთ რომ ისინი ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ზოგ შემთხვევასი მამაკაცზე ძლიერებიც. „ - ქეთი ბეროშვილი -ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაურის უფროსი
  სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტები საკმაოდ გახშირებულია. სტატისტიკის მიხედვით 2007-2011 წლებში დაფიქსირდა ძალადობის 1025 შემთხვევა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 2010 წელს დაფიქსირდა 166 მსხვერპლი ქალი. 2010 წელს კი UNFPS-ს დაფინანსებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის- „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში“ მიხედვით, ყოველი მეთერთმეტე დაოჯახებული ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. რესპოდენტთაგან 34,7% ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 35,9%-ის მიხედვით, მათი მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას.





No comments:

Post a Comment