Friday, June 20, 2014

Google-ის ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის ხსენებისას ალბათ თვალწინ წიგნების სუნით გაჟღენთილი დიდი შენობა წარმოგვიდგება შიგნით მოფუსფუსე ხალხით. ეს მართლაც ასეა, მაგრამ, არა 21-ე საუკუნეში. ტექნოლოგიების განვითარებას დიდი ინოვაციური გადაწყვეტილებები მოჰყვა.

1937 წელს გერბერტ უიელსმა იწინასწარმეტყველა "მსოფლიო ტვინის" შექმნა - გიგანტური მსოფლიო ბიბლიოთეკის, სადაც თავმოყრილი იქნებოდა კაცობრიობის მთელი ცოდნა. ეს ცოდნა კი უნდა გამხდარიყო უმაღლესი ინტელექტის ახალი ფორმის საწინდარი. 70 წლის შემდეგ, ეს ოცნება თითქმის რეალობა გახდა, როცა კომპანია Google-მა მილიონობით წიგნის სკანირება დაიწყო თავისი საიტისთვის Google Books. თუმცა, მათ უმეტეს ნაწილზე საავტორო უფლებები ჯერ კიდევ ვრცელდებოდა, ამიტომ ავტორებმა შექმნეს ავტორთა გილდია და მთელ მსოფლიოში საპროტესტო კამპანია დაიწყეს. თუმცა, 2013 წელს ნიუ-იორკის სასამართლომ გადაწყვეტილება Google-ის სასარგებლოდ მიიღო და მათ ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტზე მუშაობის გაგრძელების უფლება მიიღეს. 
პროექტს სხვადასხვა მსხვილი ბიბლიოთეკებიც შეუერთდნენ. მათ შორის ბრიტანეთის ბიბლიოთეკაც, რომლის 70 წლის წინანდელი კატალოგი დაახლოებით 150 მილიონი დასახელების წიგნს შეიცავს
ბიბლიოთეკის შექმნის მიზანი მარტივია: გავუადვილოთ ხალხს მოძებნოს სასურველი წიგნი, სასურველი გვერდი მარტივად. აღმოაჩინოს ახალი მწერალი და მწერალმაც იპოვოს ახალი მკითხველი. 
Google-ს ბიბლიოთეკა ავტორებს საშუალებას აძლევს მათი ნამუშევარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდეს. თუმცა, გარანტია იმისა, რომ ამ პროექტის შემდეგ მათი წიგნები დიდი ტირაჟით გაიყიდება არ არის. არც იქნება, თუ გავითვალისწინებთ Kindle-ზე მოთხოვნას, რომ  ყოველ გაყიდულ 100 ქაღალდის წიგნზე 115 ელექტრონული წიგნი მოდის. 
ფაქტია, რომ ელექტრონული წიგნები თანდათან უფრო პოპულარული ხდება და ანაცვლებს ქაღალდის წიგნებს. 
Google მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ მეტი წიგნი იყოს online ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის. 
 ჩაანაცვლებს თუ არა Google-ს ბიბლიოთეკა სხვა ბიბლიოთეკებს, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. როგორც Google-ის დეველოპერები ამბობენ, ეს ქვეყნის კულტურაზეცაა დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment