Friday, June 20, 2014

Pocodote – ახალი სოციალური ქსელი Facebook-ს ებრძვის

 Rihanna-მ მიიღო 1 მილიონ დოლარამდე რომ Pocodote-ზე დარეგისტრირებულიყო, და Lady Gaga  2 მილიონ დოლარზე დათანხმდა ამისთვის. მაგარია, მაგრამ რა არის ეს Pocodot-ი?
  Pocodot-ი არის ახალი სოციალური ქსელი რომელიც მისი თქმით წერტილების შეერთებაში დაეხმარება ხალხს. რა იგულისხმება ამ წერტილებში ჯერჯერობით უცნობია.. შიეძლება იყოს ეს თქვენი სამეგობრო, ახალი მეგობრები, სოციალური მედია თუ სხვა..
 ფაქტია რომ Pocodot.com-ი ეს არის ახალი წამოწყება მისი გიგანტი კონკურენტის Facebook-ის ჩასაძირად..
 თუმცა რაც არ უნდა იყოს ეს კონკურენცია აშკარად არ არის საღი და როგორც ჩანს ჯერჯერობით წერტილისხელა კონკურენტი არალეგალური გზებით ცდილობს პოპულარობის მოპოვებას.
 მისი მთავარი მიზანი, ცნობილი ვიდეო სერვისი YouTube-ა რომელზედაც პოპულარული მომღერლების ვიდეოებზე პოკოდოტის აგენტები ტოვებენ სპამ კომენტარს, უკეთებენ Thumbs Up-ებს და შედეგად მილიონობით ხალხი ხედავს საიტზე მსგავს განცხადებებს:
 გასაგებია რომ ყოველი ახალი და საინტერესო წამოწყება მისაღებია ინტერნეტ სივრცეში მაგრამ, რამდენად “გაქაჩავს” ეს სოციალური ქსელი ამ გზებით პოპულარობას ეს ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია.  შესაძლებელია ეს სასაცილოდ გეჩვენოთ მაგრამ როგორც ოდნოების და ამჟამად Facebook-ის რევოლუცია მოხდა საქართველოში, შეიძლება სულ მალე ყველანი “გოიმებად” ჩავითვალოთ თუ კი პოკოდოტი არ გვექნება ))
გადავხედე კონკრეტულ სოციალურ ქსელს და მსურს იგი თქვენც გაგიზიაროთ:
 რაღაცით მსგავსი კონკურენტთან, ბევრი რამით კი განსხვავებული მისგან. ეს პოკოდოტია რომელიც ,,წერტილების შეერთებაში დაგეხმარებათ"..
ვნახოთ გაამართლებს თუ არა იგი.

No comments:

Post a Comment