Friday, June 20, 2014

როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად?



იმისათვის, რომ დღე ენერგიულად და პოზიტიურად დავიწყოთ, საჭიროა სწორად შევარჩიოთ დილის რაციონი. კარგია თუ, ამ ყველაფერს გამამხნევებელ ვარჯიშსაც დავუმატებთ, მაგრამ ხშირად ამის დრო არ გვრჩება. ამიტომ საკვების სწორად მიღებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.  


 ამბობენ, რომ საუზმე უფრო მნიშვნელოანია ვიდრე სადილი ან ვახშამი. სწორედ დილით მიღებული საკვები განსაზღვრავს ორგანიზმის მუშაობას მთელი დღის განმავლობაში. საუზმეზე შემწვარ-მოხრაკული კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღება არაა რეკომენდირებული. ეს ყოველივე ორგანიზმს ამძიმებს და უფრო მეტიც, ვნებს კიდეც. პროფესიონალები გვირჩევენ დილით მივიღოთ რძის ნაწარმი, პური კარაქითა და თაფლით, შვრიის ან ბრინჯის ფაფა, ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი და რაც მთვარია ხილი, სასურველია ვაშლი, ასევე ნატურალური წვენები და ჩაი. მნიშვნელობა აქვს საკვების მიღების თანმიმდევრობასაც. სასურველი თ მსუბუქიდან შედარებიტ მძიმე საკვებზე გადავალთ.

  

 იმისათვის, რომ ვიყოთ ენერგიულები, პოზიტიურები და ხალისიანები, საჭიროა დილიდანვე ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ზრუნვა ჯანსაღი კვებით იწყება. ამიტომ დღის განწყობის შესაქმნელად უმჯობესია ეს რჩევები გავითვალისწინოთ.





No comments:

Post a Comment