Friday, June 20, 2014

ფერების ფესტივალი

ჰოლი-ყოველწლიური ინდური საგაზაფხულო ფეტივალი.მას მეორენაირად ფერების ფესტივალსაც უწოდებენ. ეს საღებავები მხოლოდ გასართობი არაა, ის დამზადებულია მცენარეული მასალისგან და სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.ხალხი ქუჩაში გამოდის და ერთმანეთს სხვადასხვა ფერის საღებავების ფხვნილებით სავსე ტომრებს ესვრის.
ამ ფესტივალს ლეგენდაც აქვს, რომლის თანახმად კრიშნა ქალაქ ბარსანაში ჩავიდა იმისთვის, რომ მის საყვარელ რადჰას ეეჭვიანა. შედეგად, ქალებმა სოფლიდან ყველა მამაკაცი გაყარეს. ახლაც,ყოველ წელს, ამ ფესტივალის გახსნის დღეს, ქალები ხელჯოხების მეშვეობით "დევნიან" მამაკაცებს. იმისათვის, რომ ქალების ხელკეტები აიცილონ, მამაკაცები საწინააღმდეგო სქესს პროვოკაციულ სიმღერებს უმღერიან.


No comments:

Post a Comment