Friday, June 20, 2014

როგორ ავირჩიოთ პროფესია?

   “ყველაფერი საინტერესოა სანამ მოვალეობად იქცევა”- ეს მარკ ტვენის სიტყვებია. მომავალი პროფესიის არჩევა არის ყველაზე აქტალური თემა მოსწავლეებს შორის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მუშაობენ არა იმისათვის რომ მოსწონთ რასაც აკეთებ არამედ არასებობისათვის.  თქვენი მომავალი ხომ თქვენს პროფესიაზეა დამოკიდებული, ამიტომ მისი სწორად შერჩევა დიდ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორი პროფესიის არჩევისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი.
  პირველ რიგში აუცილებელია დაფიქრდეთ და გაანალიზოთ რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას და არ დაგავიწყდეთ, რომ პროფესიის შეცვლა არასოდეს არაა გვიანი.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც თუ რამდენად ენერგიული ხართ და გიწყობთ ხელს ჯანმრთელობა ამა თუ იმ საქმის კეთებაში. არასოდეს აირჩიოთ პროფესია პრესტიჟისა და ფულისათვის. ამ შემთხვევაში თქვენ არ გენდომებათ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საქმეს დაუთმოთ. ასევე აუცილებელია დაფიქრდეთ სამ ფაქტორზე: 1) პირადი ინტერესები. 2) თქვენი შესაძლებლობები. 3) რამდენად ხართ ინფორმირებული არჩეული პროფესიისადმი.
  იმისათვის რომ გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივდეთ, შეისწავლეთ ბევრი პროფესია, შეისწავლეთ საკუთარი თავი. პრიორიტეტი იქნება მხოლოდ საკუთარი აზრის გათვალისწინება ამ შემთხვევაში. როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას რა პროფესიიას გინდათ ემსახუროთ, მოიძიეთ ნაცნობები რომლებიც დასაქმებული არიან ამ სფეროში და გაესაუბრეთ მათ, რათა საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ. დასაფიქრებელია ისიც თუ რამდენად პერსპექტიულია თქვენს მიერ შერჩეული პროფესია იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობთ.
  სტატისტიკური გამოკვლევების მიხედვით, ადამიანები ვერ წინაწარმეტყველებენ იმას, თუ რა საქმე ეყვარებათ მათ მომავალში. რთულია იცოდე გეყვარება თუ არა ის რაც არ გამოგიცდია. რა ვქნათ ამ შემთხვევაში? აუცილებელია ვიცოდეთ, რისი შესაძლებლობები გვაქვს. ზოგი ადამიანი მიდრეკილია წინსვლისკენ, დაწინაურებისკენ და სჭირდება ხელის შეწყობა, ასეთ ადამიანებს ახასიათებთ : კრეატიულობა, აბსტრაქტული აზროვნება, რისკიანობა. თუ ასეთ ტიპს მიეკუთვნებით სასურველია აირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც გაზრდის საშუალებას მოგცემთ. თვქენთვის ხელსაყრელი იქნება ტექნიკური სამსახური.
  ზოგიერთს კი ანალიტიკური აზროვნება, დაგეგმარება ახასიათებს უკეთესი იქნება თუ ისეთ სფეროს აირჩევთ სადაც სტაბილურობა და უსაფრთხოება გარანტირებული გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის სირთულეების გადალახვა არც ისე რთულია იურისტობა ნამდვილად შეგეფერებათ.
   ასე რომ თუ კარგად დაფიქრდით პროფესიის არჩევისას, გაითვალისწინებთ ამ რჩვებს, სამსახური მხოლოდ არსებობის წყაროდ არ მოგეჩვენებათ.

No comments:

Post a Comment