Friday, June 20, 2014

უცნაური ტრადიციები

   მსოფლიოში უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული და უჩვეულო ტრადიცია არსებობს. თითოეული მათგანი კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურის, ცრურწმენებისა და ტრადიციის შედეგად წარმოიშვა, შესაბამისად სხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის ის უცნაური, ზოგჯერ სახალისო და ზოგჯერ მიუღებელიცაა. ასე, მაგალითად აშშ- ერთ-ერთ ტრადიციას, არ გადაუხადო მანდილოსანს რესტორანში ფულიჩვენში უპატივცემულობად ჩათვლიან. სამაგიეროდ, ყველა გაოცებულია ჩვენი სტუმართმოყვარეობით და ..


ტიდონგის ჯგუფი ჩრდილო ბორნეოდან.მათ დაქორწინებიდან 3 დღის განმავლობაში ეკრძალებათ ტუალეტით სარგებლობა(დეფეკაცია და ბანაობა).ტომი თვლის, რომ ამგვარი ტრადიციით ბედნიერება მოდის ახალშეუღლებულ ოჯახში(რას ამყრალდებიან).ისინი თითქმის ამ 3 დღის განმავლობაში არ ჭამენ.

ინდოეთი დიდი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა, ის ამით ოდითგანვე გამოირჩეოდა. ინდურ კულტურაში არსებობს რამოდენიმე უჩვეულო ტრადიცია …
“სატი” – ეს არის უძველესი ტრადიცია, რომელის დროსაც  ახალდაქვრივებულ ინდოელ ქალებს მათი სურვილის მიუხედავად აიძულებნენ, თავი დაეწვათ მათი ქმრის საფლავზე.ეს ტრადიცია დღევანდელ ინდოეთში აღარ გვხვდება.

ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში და რამდენიმე მაჰმადიანურ ქვეყანაში რამდენიმე თვის ბავშვს 15 მეტრი სიმაღლის კოშკიდან ისვრიან და დაბლა გაშლილ ზეწარზე აგდებენ. მათ სწამთ, რომ ასეთი ბავშვი უფრო ღონიერი, უშიშარი და ჯანმრთელი იქნება. დამარხვის ტრადიცია – ეს კიდევ ერთი უჩვეულო რიტუალია რომლის დროსაც ინდუიზმის მიმდევრები ფლობენ მიწაში ყელამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს 6 საათის განმავლობაში მზის ჩასვლამდე. მათ სჯერათ რომ ამ პროცესით სხეულს ტოვებს ყველა ის ნეგატიური ძალა რაც დაგროვდა ინვალიდობის პერიოდში.
“ტაიპუსამი” – ამ რიტუალს მართავენ ინდუიზმის მიმდევრები “შივას” შვილის “მურუგანის” საპატივცემუილოდ. ამ რიტუალის დროს ინდუსის მიმდევრები სწირავენ მას ყვითელ ყვავილებს ან ხილს . ასევე მისდამი პატივისცემის გამოსახატავად ზოგიერთი მიმდევარი თავიანთ ტანს არ ინდობენ (როგორც სურათზე ხედავთ) .


    ჩინეთში 3 წლიდან 18 წლამდე გოგონებს ფეხის ძვლებს უტეხავდნენ, რათა ფეხი არ გაზრდოდათ.მინიატურული, 7 სმ ფეხის ზომა ჩინეთში სილამაზედ ითვლებოდა და ღარიბ გოოგნებსაც ეძლეოდათ გათხოვების შანსი.ქმრები ამაყობდნენ თავიანთი მეუღლის ეგრეთწოდებული ''ოქროს ლოტოსის'' ზომის ფეხებით

.სური ეთიოპიაში, სუდანის საზღვართან მობინადრე ტომია, რომლის წევრებიც უცნაური ტრადიციით გამოირჩევიან: გარკვეულ ასაკამდე მისვლისას გოგონები წინა კბილებს იძრობენ, ტუჩს იხვრეტენ და შიგ თეფშს იდებენ. ასევე იხვრეტენ ყურებსაც. ტუჩში ჩადებული თეფშის ზომა დროთა განმავლობაში იზრდება და ზოგჯერ დიამეტრში 40 სმ-ს აღწევს.


No comments:

Post a Comment