Friday, June 20, 2014

უსასრულო გზა „გამებიან ფორტეპიანოში“ (ინტერვიუ ნინო ანანიაშვილთან)


31  წელია სცენაზედგას, მაგრამ ყოველი სპექტაკლის წინ ნერვიულობს; მერე კი ისე ცეკვავს, გავიწყდება, რომ დედამიწაზე ხარ. თავადაც ამბობს,“ ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკანასკნელად ვცეკვავ“. ალბათ, სწორედ ამაშია მისი  წამატების საიდუმლოც.
10 წლის იყო, როცა პუანტები მოირგო და აღარც გაუხდია. რა იცოდა მაშინ, თუ წინ ასეთი წარმატება ელოდა. ოთხი უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო ჯილდო, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე 105-ზე მეტ სპექტაკლში შესრულებული მთავარი პარტია; დანიის  სამეფო თეატრი; ინგლისის სამეფო ბალეტი „კონვენტ-გარდენი“  და  ჯორჯ ბალანჩინის თეატრში შესრულებული პარტიები. ეს მისი წარმატების მცირე ჩამონათვალია.


როგორ იქმნებიან საბალეტო გმირები და ნიჭის გარდა, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მსახიობის შესრულებული პარტია წარმატებული იყოს?
წარმატების მისაღწევად აუცილებელია  შრომისა და საბალეტო მონაცემების სინთეზი. 8 წლის მანძილზე ეუფლება ბავშვი პროფესიას. სწავლობს კლასიკურ ცეკვას, სახასიეთო ტექნიკასა და დუეტში მუშაობას. ამ ყველაფრის შესწავლის  შემდეგ ნიჭიერი ბავშვები დასში ხვდებიან და იწყება მათი მსახიობებად ჩამოყალიბების პროცესი.
ალბათ,  მსოფლიოში ბალეტი ყველაზე რთული პროფესიაა. „გამები ფორტეპიანოში“ – „ასეთია ბალეტის გრამატიკა. ყოველ გაკვეთილზე ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ 31 წელია სცენაზე ვდგავარ, ყოველდღე მჭირდება ვარჯიში იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო და  ტექნიკა არ  წავიდეს ჩვენი ფეხებიდან და ტანიდან.“
გქონიათ თუ არა შანსი, რომელიც არ გამოგიყენებიათ და ნანობთ?
სინანულით შეიძლება არ ვნანობ, მაგრამ ხშირად დავფიქრებულვარ, რა იქნებოდა და როგორ შეიცვლებოდა  ჩემი ცხოვრება,  სხვა დასში რომ დავრჩენილიყავი სამუშაოდ. მაგრამ „დიდ თეატრში“ დარჩენა გადავწყვიტე. არ ვნანობ, რადგან ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია. ვითამაშე მსოფლიოს მთავარ სცენებზე, თითქმის ყველა საოცნებო და სასურველი პარტია შევასრულე.
წელს ბალანჩინის 110 წლის იუბილეა და მთელი წელიც მის ხსოვნას ეძღვნება. ერთი, რასაც ვნანობ, სწორედ ისაა, რომ ცოტა ადრე არ  დავიბადე და ბალანჩინი პირადად ვერ გავიცანი.  დიდი მაესტრო  1983 წელს დაიღუპა, მე კი სკოლა 1981 წელს დავამთავრე და  1985 წელს  მოვხვდი ამერიკაში. 2 წელიც რომ ეცოცხლა, გავიცნობდი...
 როდესაც სცენაზე ხალხის აპლოდისმენტებს ისმენთ, რა გრძნობა გეუფლებათ? 
სცენაზე გამოსვლასა და აპლოდისმენტების მოსმენას შეჩვევა სჭირდება. ალბათ, სოლო გამოსვლები რომ დავიწყე, მაშინ უფრო შევიგრძენი  ტაში.  როგორც მასწავლებლები მეუბნებოდნენ, ტაში  მაყურებლის მადლობაა იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
ვერ ვიტყვი, რომ აპლოდისმენტებს მიჩვეული ვარ. ამის მიჩვევა შეუძლებელია და ჩემზე ყოველთვის ძალიან მოქმედებს. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მოდიან თეატრში და თავისი აპლოდისმენტებით გამოხატავენ სიყვარულსა და სითბოს.
 ავტოგრაფს რა ენაზე აძლევთ თაყვნიამცემლებს?
რატომღაც ყოველთვის ქართულად ...
ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, თუ ახლავს ბალეტს  შიდა ინტრიგები?
არსებობს გამოთქმა:  „დიდი თეატრი დიდი ინტრიგებია, პატარა თეატრი - პატარა ინტრიგები“.  დიდი თეატრის სკოლა მაქვს გამოვლილი და  ბევრი უსამართლობაც მინახავს. „მართმევდნენ“ სპექტაკლებს,  გასტროლებზე  სიიდან მიღებდნენ . მაგრამ  ამან ხელი არ შემიშალა.  მთავარია,  შევძლოთ ყველაფრის გადალახვა და საქმის გაგრძელება.
როგორია ბალერინის ცხოვრება?
მარტო სცენაზე გამოსვლის სიყვარული საკმარისი არ არის წარმატების მისაღწევად.  ის „შავი შრომაც“ უნდა გიყვარდეს, რომელიც კულისების მიღმა „რჩება.“ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები წარმატებული.
ბალეტი სხვა პროფესიებისგან განსხვავდება იმით, რომ  ჩვენ უდისციპლინოდ საქმე არ გამოგვდის. ჩვენგან განსხვავებით, მხატვრები ძალიან თავისუფლები არიან. არ შეიძლება ბალეტის მოცეკვავეს ღამის 2 საათზე მუზა მოუვიდეს,  მივიდეს და იცეკვოს   დარბაზში, სადც მაყურებელი არ არის.  

გაქვთ თუ არა სურვილი, რომ თქვენმა შვილმა თქვენი გზა გააგრძელოს?
მშობელი შვილს კრიტიკულად უნდა უყურებდეს, თუ სურს, რომ ბავშვმა წარმატებებს მიაღწიოს.
ბალეტი სასრგებლოა როგორც ბაზა, რადგან ძალიან ბევრ რამეს ასწავლის და ანვითარებს. ბავშვებს შეუძლიათ ბალეტი იცოდნენ როგორც პროფესია,  მაგრამ არ გამოვიდნენ პროფესიონალი მოცეკვავეები. ჩემი გოგო მუსიკას ეუფლება. თუ ძალიან მოუნდება ბალეტის შესწავლა, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე დაუფლება ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვიტავს.
ბელა ფიგურაზე“ (წელზემოთ შიშველ ცეკვაზე) რას იტყვით და აპირებთ თუ არა ამ ტიპის სპექტაკლის დადგმას საქართველოში?
ადამიანის სხეული, რომელიც ღმერთმა შექმნა, ყველაზე უნიკალური ქმნილებაა.  რეჟისორ კირიანსაც ისე ლამაზად აქვს ეს სპექტაკლი დადგმული, რომ არანაირი ეროტიკა არ არის მასში და სპექტაკლს უყურებ მხოლოდამხოლოდ როგორც სილამაზესა და ხელოვნების ნიმუშს.   მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი მაყურებელი და საზოგადოება არ არის მზად  ამისთვის, რადგან „ბელა ფიგურას“ მოჰყვება ბევრი ნეგატივი და მე არ მინდა, ჩემი მოცეკვავეები და საბალეტო დასი ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდო, რაც დასანანია.
პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე ახლოს არის თქვენთან?

ყველა გმირი რომელსაც ვთამაშობ, დაუვიწყარი და მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ცნობილი პარტია „კიტრი,“ რომელსაც საქართველოში „დულსინეას“ ვეძახით, ჩემთვის გამორჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ  ჩელიტას პარტიას  დავემშვიდობე და თავიდან ბოლომდე აღარ ვცეკვავ, მაინც  ძალიან დიდ მსგავსებას ვხედავ  მთავარ პერსონაჟსა და ჩემ შორის.  დაუვიწყარია ჯულიეტასა და მანონის პარტია. თუმცა წინ კიდევ მთელი ცხოვრებაა, უამრავი პერსონაჟია და უსასრულო გზაა „გამებიან ფორტეპიანოში.“

No comments:

Post a Comment