Friday, June 20, 2014

90-ე წთ. გამარჯვების გემო

ჯერ კიდევ ნოემბერი იყო, 26 მარტი ამეკვიატა, ამ თარიღზე მაჟრიალებდა. მინდოდა მოგებით გამოწველული უდიდესი ბედნიერება განმეცადა. "გიჟი ხარ," ჩემს მიმართ ყველა ერთსულოვანი იყო. გიჟივით მჯეროდა და საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი,
ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ვერ მოვიგებდით.

ისინი ჩამოვიდნენ, თვაწეულები, დაჯერებულები, 3 ქულის მოლოდინში. 25 მარტს "დინამო არენას" საპრენსკონფერენციო დარბაზში ბილიჩის საუბრის მიუხედავად ჯიუტად მჯეროდა. "საქართველო კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ 3 ქულის წასაღებად ჩამოვედით," გვითხრა, ხორვატიის ნაკრების თავკაცმა. "ჯერ ხვალინდელი დღე მოვიდეს და ვნახოთ, 3 ქულა ვის დარჩება,"-  გავიფიქრე.


გათენდა, როგორც იქნა  26 მარტი დადგა. მთელი დღე მოუსვენრობა, სიხარულისგან ადგილს, რომ ვერ პოულობ, გიხარია თან გეშინია. იმ დღესაც წავედი უნივერსიტეტში. "რთული დღე გაქვს, ნელ-ნელა შეეგუე," თითქო, წინასწარ დამარცხებას მაგუებდნენ. იმ დღეს უნივერსიტეტის ფანჯრიდან დიდხანს ვუყურე "დინამოს" სტადიონს და 1 წამით წამროვიდგინე, რა მოხდებოდა, სიხარულისგან აბღავლებული გულშემატკივრის ხმა მესმოდა. მალტასთან მოგება გამახსენდა, ახლა რაღა იქნება?
 ბილეთები აღარ არის, სალაროებთან რიგებია. მთელი დღე ხალხის ნაკადი არ წყდება. 1:0 დაფაზე დავწერე და უნივერსიტეტიდან გავედი. "დინამოს" გავუარე, აღმაშენებლის გამზირს გავუყევი. 
სახლში მისულმა საღამოსთვის მზადება დავიწყე, ის მაისური გავამზადე მალტის თამაშის შემდეგ ჯანო ანანიძემ, რომ მაჩუქა.
19:45 წუთზე სახლიდან გამოვედი, უამრავი გულშემატკივარი, შესაბამისი აღჭურვილობით. "დღეს უნდა გავიხაროთ,"- ჯიუტად ვფიქრობდი.


სტადიონზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე, 2011 წელი იყო და მაშინ "დინამო არენა" ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა, საპრეზიდენტო ლოჟას ჩავუარე, ფედერაციის წარმომადგენლებს მივესალმე და ვურჩიე ბევრი არ ენერვიულათ. ემოციურად ვადევნებდი თვალს თამაშსს. საფინალო სასტვენამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა, მე კი ჯიუტად მჯეროდა, დამატებითი წუთების ათვლა იწყებოდა, როცა მარცვალაძემ კობიაშვილს პასი მისცა, კობის არც უფიქრია, ერთი შეხებით ბურთი კარისკენ გგაზავნა და გოოოოოოოოოოოოოოლლლლლლლლლლლ  
 https://www.youtube.com/watch?v=iqXV8y-1w5E
ამბობენ, ხტუნაობდიო, მე კი მხოლოდ  ძლიერი ბაგა-ბუგი მახსოვს, რომელიც ჩემიდან მესმოდა, გულმა არსებობა შემახსენა, მერე კოლეგებს ვეხვეოდი. ვიდექი გიჟივით  გაშტერებული, გაოგნებული, არამგონია გულშემატკივრისთის ამაზე დიდი ბედნიერაბა არსებობდეს.
საპრესკონფერენციოში კობი შემოიყვანეს, ერთმა ჟურნალისტმა კითხვის დასმა ითხოვა, წამოდგა, კობის მიმართა:  "კობი შენს ფეხებს ვენაცვალე."
 გასახდელთან ვიდექი. ამაყად შევცქეროდი თავდახრილ ხორვატებს და ვუღიმოდი, ვულოცავდი, ქართველ ფეხბურთელებს, "ბედნიერი ვარ, ამ გუნდთან რომ ვარ," განაცხადა გოლის ავტორმა. 
 დიდი ემოცია იყო, უზარმაზარი, სიხარული, უამრავი ბედნიერი სახე, ცოტა ცრემლი, ყველა ერთად, საერთო მიზნით, სტადიონზე მოსული 55 000 გულშემატკივარი ერთ მთლიანობად იქცა.


ჩავწერე, მივულოცე და ამაყად დავადექი სახლისკენ მიმავალ გზას. მივფრინავდი. იმ ღამით ვერ დავიძინე.

 საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო-2012-ის  ეტაპის F ჯგუფში 5 მატჩში მოპოვებული 9 ქულით (2 გამარჯვება, 3 ფრე) მე-3 ადგილზეა და პირველადგილოსან საბერძნეთს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
 შემდეგი შეხვედრა 29 მარტს ისრაელში იყო , ისიც უნდა მოგვეგო, თუმცა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. 
ისრაელთან წავაგეთ, ვერც ევრო 2012 ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენ გამარჯვების გემო ვაგიეთ.

No comments:

Post a Comment