Friday, June 20, 2014

ჯანდაცვის სისტემა სოფელ ხურვალეთში


სოფელი ხურვალეთი ის ადგილია, სადაც დევნილები ცხოვრობენ. სოფლის შესასველს სამხედროები აკონტროლებენ. სოფელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ საზღვრებთან სულ რამდენიმე კილომეტრშია. სოფელს ყავს მამასახლისი და მეთვალყურე, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებეილი, რაც სოფელში მოხდება. დევნილები პატარა კოტეჯებში ცხოვრობენ, ჯანდაცვის სფერო კი შემდეგნაირად გამოიყურება; სოფელში არ არის აფთიაქი, არის პატარა საავადმყოფო, რომელიც აბანოს შენბაშია განთავსებული, შენობაში არ არის გათბობა და წყალი. ამბოლატორიაში რამდენიმე ექთანია დასამებული, ერთ-ერთია გედუაშვილი ნელი. „ეს აბანოს შენობაა, რომელშიც დროებით ვართ, შენობა უსასყიდლდ დაგვითმეს. აქ არ არის გათბობა და ენი, ზამთრში ძალიან ცივა.“
ამბოლატორიაში კვირაში ორჯერ გორიდან და თბილისიდან ჩადიან ექიმები. იქვე აქვთ პირველაი დახმარების წამლები, რომლებიც მოსახლებას უფასოდ ურიგდება. „გვყავს ექიმი - პედიატრი, რომელიც გორიდან გვემსახურება და კვირაში ორჯერ ჩამოდის, გვყავს თერაპევტი, რომელიც ასევე ლტოვილია, მაგრამ თბილისში ცხვრობს და ისიც კვირაში ორჯერ ჩამოდის. პირველადი დახმარების წამლები გვაქვს, რომელსაც უფასოდ ვარიგებთ.“
სასწრაფო სამედიცინ დახმარების მანქანები ხურვალეთში თბილისიდან და გორიდან დადიან. „თუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდა, ვრეკავთ გორში და მანქანა 15 – 20 წუთში აქ არის. ამბოლატორიაში გვყავდა ოჯახის ექიმიც, მაგრამ ის დროებით სხვაგან გადაიყვანეს. „ -გედუაშვილი ნელი.
მართალია, პირველადი დახმარების წამლები მსახლებას უფასოდ ურიგდება, მაგრამ მათ სხვა წამლებიც ესაჭიროებათ, რომელიც ამბოლატორიაში არააქვთ. ასეთ წამლებს ისინი გორში ან თბილისში ყიდულობენ. „წამლებს ძირითადად ვყიდულობ, ამბოლატორიაში წამლები ავთ მაგრამ, ის წამლები, რომელიც მჩირდება არ აქვთ. ამიტომ იძულებული ვარ საყიდლად გორში ან თბილისში წავიდე.“ - ნარგიზ გუმბაშიძე, ურვალეთის მცხოვრები.



No comments:

Post a Comment