Friday, June 20, 2014

გამოყენებული საბურავების გადამუშავება

მსოფლიოში ავტომანქანების ზრდის პროცესი იწვევს ნახმარი გაცვეთილი საბურავების დაგროვებას. ისინი არ ექვემდებარებიან დაშლას, ცეცხლსაშიშია, ადვილად აალებადია და შესაბამისად დიდ ზაინს აყენებს გარემოს.

 საბურავები შედგება 3 კომპონენტისაგან: რეზინა-კაუჩუკი, ფოლადი და ტექსტილი. საბურავების რეციკლირების სხვადასხვა მეთოდი და ტექნოლოგია არსებობს.გადამუშავების შედეგად მიიღება სამივე სახის პროდუქცია,რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარენ. მაგალითად : მირებული ფოლადი არის მაღალი ხარისხის და ძირითადად გამოიყენება სამშენებლო მასალების დასამზადებლად. ეს იქნება ე.წ. „არმატურა“ , ლითონის კონსტრუქციები თუ სხვადასხვა მოხმარების მეტალის ნაკეთობები. გამოყენების ფართო სპექტრი აქვს ნეილონსაც, ყველაზე გავრცელებულია მისი გამოყენება თერმოიზოლაციაში. ხოლო ყველაზე დიდი გამოყენება აქვს კაუჩუკს. მისგან მზადდება, როგორც სპორტული მოედნები, რეზინის სახურავები, დეკორატიული ეზოები, ასევე ის ზავდება ბიტუმში, რაც ახანგრძლივებს გზების საექსპლუატაციო პერიოდს.

No comments:

Post a Comment