Friday, June 20, 2014

10 000 -იანი დიპლომი "სტენკისთვის "

საქართველო მემგონი ერთ ერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში,სადაც ამდენი “დიპლომიანი” და ამავდროულად უმუშევარი ადამიანია. ახალგაზრდების 99 % აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში,მანამდე კი იხდიან ათასებს რეპეტიტორებთან მოსამზადებლად,შემდეგ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და იწყება ოთხ წლიანი “ბეზდელნიკობა” დიპლომისთვის.

 მშობელი მუშაობს, ღამეებს ათენებს,ალბათ გონია შვილში ინვესტიციას დებს,რომ კარგი მომავალი ქონდეს,მაგრამ ქართულ რეალობაში ეს უმეტესწილად მშობლის ოცნებად რჩება. რატომ აბარებენ ახალგზრდები ? უმეტესობა იმიტომ,რომ ეს ესე უნდა იყოს ტრადიციაა დიპლომი უნდა გქონდეს “სტენკაზე” შემოდებული ისე, როგორ შეიძლება ?! აბარებენ,იმიტომ.რომ თუ არ ჩააბარებ ტეხავს ვითომ რატომ ხარ სხვაზე ნაკლები ვინც ჩააბარა ! ამ პრობლემას მარტო ახალგაზრდებსაც ვერ დავაბრალებთ გარკვეულწიალდ მშობლებიც დამნაშავენი არიან, ყველას უნდა განათლებული, დიპლომიანი და დირექტორი შვილი კაბინეტით,მაგრამ იქნებ კითხოთ თქვენს შვილებს მათ უნდათ ეს ?! ამიტომაა ჩვენს ქვეყანაში ამდენი უმუშევარი და არაფროფესიონალი. გავა ეს 4 წელიც ამთავრებენ უნივერსიტეტეს საზეიმოდ აყრიან ქუდებს.. და ?! და დაიდება დიპლომი საამაყოდ “სტენკაზე”. დაჯდება ჩვენი დიპლომიანი ბიჭი სახლში ან დააბირჟავებს გარეთ, მშობელი ამ დროს იმუშავებს რა თქმა უნდა 30 წლის “ბავშვს” რამდენი რამ უნდა .. სიგარეტი,ჭამა, კომფორტი, გასართობი ფული.. გოგოები გათხოვდებიან ან შეიძლება არც გათხოვდნენ ესე იცხოვრებენ თავისთვის მშვიდად მთავარია “დიპლომიანი სარძლოები” იქნებიან.. 10 000-იანი დიპლომი კი იდება დიდი ხნის განმავლობაში “სტენკაზე” და მტვერი დაფარავს ისე,რომ აღარავის ემახსოვრება არც დიპლომი და არც ინევსტიცია შვილშიი….

No comments:

Post a Comment