Saturday, June 21, 2014

მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში


    კულტურა, რა შეიძლება ითქვას მასზე? ალბათ, მისი ერთ ერთი უმთავრესი მოვალეობაა, გარკვეული ზეგავლენა იქონიოს ზოგადად ადამიანის ფენომენზე და მის შინაგან სამყაროზე.
   კულტურის, ერთ ერთი ყველაზე ძლიერი და მრავლისმთქმელი განხრა, ჩემის აზრით მაინც მუსიკაა. მუსიკა, ჩვენი ცხოვრებისგანუყოგელი ნაწილია. ერთი დღეც არ ჩაივლის ისე, რომ ნებით თუ უნებლიედ, მუსიკას არ მოვუსმინოთ : რადიოში, ტელევიზორში, ტელეფონში, თუ რომელიმე დაწესებულებაში. მუსიკა, ბევრი ანრის არსებობს და ეს აძლევს ნებისმიერი გემოვნების მქონე მსმენელს იმის საშუალებას, რომ მან იპოვოს ზუსტად ის რაც მას სჭირდება. ყველა, ინდივიდისთვის არსებობს მისთვის საინტერესო და მრავლის მტქმელი მუსიკა. თითოეული ჟანრი ახდენს თავისებურ ზეგავლენას ადამიანზე. ზოგისთის მისაღებია როკი, რომელიც თავის დროზე ასე ძალიან იზიდავდა ახალგაზრდობას, ითვლებოდა მეამბოზე გულების მუსიკად, იწვევდა კონფლიკტს ეკლესიის წარმომადგენლებთან. მნიშვნელობით არა უკანასკნელი ჟანრი არის ჟაზი, რომელიც თავისი რითმებით ახერხებს ადამიანის სულში შეძრომას და მისი შინაგანი სამყაროს ასახვას, ამის ნათელი მაგალითი იყო, ლუი არმსტრონგის მუსიკა. ყველას გვახსოვს, ძველი, ეგრეთწოდებული „ უკვდავი ჰიტები“, რომლებიც ეხლაც სარგებლობენ დიდი პოპულარობით და ახერხებენ ნებისმიერი ასაკის მსმენელის ატაცებას. ყველა ჟანრს ჰყავს ერთი გამორჩეული მომღერალი მაინც, რომელმაც შეძლო ყველაზე დიდი პოპულარობა მოეპოვა თავის ჟანრში. მაგალითად, ნაკლებად პოპულარული ჟანრი, რეგი, რომელშიც ვერავინ ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორც ლეგენდარულმა ბობ მარლიმ. უამრავი ვარსკვლავი ჰყავს პოპის ჟანრს, მათ შორის : სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, რომელიც პოპის მეფედაა აღიარებული და მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ჟანრი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ყველასათვის ცნობილი ჯგუფი, THE BEATLES. ისინი, დღესაც უდიდეს სიყვარულს და მოწონებას იღებენ მსმენელისაგან. მუსიკაზე საუბრის დროს, არ შეიძლება, რომ არ ვახსენოთ Rock-n-roll– ის მეფე, ელვის პრესლი. მისი სიმღერის მანერა შოკში აგდებდა უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ქალებს იგი უყვარდათ, კაცებს უნდოდათ ყოფილიყვნენ ისეთები როგორც იყო ელვისი.მას შეეძლო ადამიანების კონტროლი სცენიდან, თავისი შესრულებით. ზუსტად ამ ადამიანების პატარა ჩამონათვალმა შეძლო მთელი მასების გაკონტროლება, უღვიძებდა ემოციების მთელ ზღვას. მუსიკის აზრი, ხომ ზუსტად იმაშია – რომ გამოიწვიოს ემოცია. ალბათ, ყველას გვახსოვს ჯგუფი Queen–ი და მისი სოლისტი, ამჟამად უკვე გარდაცვლილი ფრედი მერკური. მან, შექმნა ისეთი სიმღერა, რომლის სახელწოდებამაც კი შეძლო ბევრი ეთქვა მსმენელისათვის. „Show must go on” , ანუ, „ შოუ უნდა გაგრძელდეს“, ასე ერქვა სიმღერას. ეს სიმღერა, მან პირველად შეასრულა სცენაზე, როდესაც გაიგო თავისი ავადმყოფობის შესახებ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მნიშვნელობა და დატვირთვაც ექნებოდა ამის შესრულებას. ამ ადამიანების მუსიკამ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ზოგადად ბევრი ადამიანის აზროვნებაზე. მათ გააჩნდათ დიდი ძალაუფლება მუსიკის და თავიანთი სიმღერების სახით, რადგან ამ ყველაფრით, ყველა ნამრერი სიტყვით, ყველა ნამღერი ნოტით, მათ შეეძლოდ ადამიანის აზროვნების მართვა. ასე შეიძლება შეუწყვეტლივ ვისაუბროთ მუსიკაზე, ვისაუბროთ და მაინც არაფერი არ ვთქვათ. ვერ აღვწერთ იმ ეიფორიას, იმ ღელვას და ერთმანეთში შერეულ ემოციას, რომელსაც ვგრძნობთ მუსიკის მოსმენის დროს. დავასრულებდიშოპენჭაუერის ერთი ძალიან საინტერესო ფრაზით – „ მუსიკა, საგნების სულის მხილებაა და მათი უშუალო ექსპრესია“ !

No comments:

Post a Comment