Friday, June 20, 2014

მუნდიალი, მოდა თუ შემოსავალი?

იციან, ან არ იციან, ხვდებიან, ან ვერ ხვდებიან, იცნობენ, ზოგრჯერ ვერ იცნობენ, მაგრამ მაინც უყურებენ, მაინც თამაშობენ.
ფეხბურთი, სპორტი, რომელიც მილიონებს შოულობს.
საფეხბურთო სამყაროში კი ყველაზე დიდი მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატია, მიმდინარე მე-20 მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია მასპინძლობს.


ამ ლოგოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წააწყდებით.  ბრაზილიაში მსოფლიოდან საასპარეზოდ 32 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა, თუმცა ტურნირს მიღმა დარჩენილი ქვეყნებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერსოა. საქართველოში ბრაზილია 2014-ის ლოგოს ყველგან ნახავთ, მაღაზიებში, ბარებში, ავტობუსებში, მაკდონალდში და ა.შ. რა მნიშნელობა აქვს ფეხბურთთან კავშირშია თუ არა, მუნდიალი, ეს  ხომ თემაა.
ესპანეთი:ჩილეს თამაშმა ქართველ საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურიც გადაავიწყდა. მმართველ პარტიას არჩევნებში დაბალი აქტიურობისთვის მიზეზს შევთავაზებდი, მთელი ღამე ფეხბურთია, ცოტა უნდა დაისვენო, მერე ისევ ფეხბურთი და არჩევნებზე წასვლა ვეღარ მოახერხეს. იმ იმედით, რომ მმართველ პარტიას ხმების დაგროვება არ გაუჭირდებოდა, ქართველმა ამომრჩეველმა თავს უფლება მისცა ჩემპიონატის მოულოდნელობებით "დამტკბარიყო," მაგრამ არაპროგნოზირებადი  ჩემპიონატი რამდენად სასიამოვნოა რთული გასაგებია. 

ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა ტოტალიზატორებია, ქათველი გუშემატკივარი, კი დაკვირვებით ავსებს ბილეთს, დაკვირვებით, რამდენადაც შეუძლია, ფეხბურთში ვერ ერკვევა, თუმცა იტალიური პიცა უყვარს, ან ლონდონია მისი ოცნების ქალაქი, დადებენ, უყურებ იქნებ გაუმართლოს და ერთხელ თუ მოიგო ისევ ითამაშებს, თუ ვერ მოიგო მაინც ითამაშებს შემდეგ ცდაზე გაუმართლებს.
მერა რა, რომ მსოფლიოზე საქართველო არ თამაშობს, ზოგმა ახლა გაიგო 32 გუნდში ეძება, ეძება და  GEORGIA  ვერ ამოიკითხა.


ქალბატონების ინტერესიც მეტია ფეხბურთის მიმართ, ზოგ შემთხვევაში ქალბატონები მამაკაცებზე უკეთაც ერკვევიან. 
საქომაგო ქვეყნის პრინციპი: ესპანეთი ყველაზე მაგარია, ხოდა მაგისკენ ვარ, ვერ   გაამართლა ახლა არგენტინისკენ გადაინაცვლბს.
მსოფლიო ჩემპიონატს და საერთოდ ფეხბურთს ქვეყნის წარმოჩენა ყველაზე მაგრად გამოსდის, როგორც ეს თურქეთმა, ხორვატიამ ახლა კი თავად კოსტა რიკამ მოახერხა.
ფაქტი ფაქტია, მოდის, მოგების, "პონტის" თუ თავმომწონეობის მიუხედავად ამ ქვეყანაში არც ისე ცოტაა ნამდვილი გულშემატკივარი, აი ისეთი ფეხბურთი, რომ უყვარს, ერთგულად, უღალატოდ, ობიექტურად უყვარს და მორჩა, სიყვარულს ხომ მიზეზი არ აქვს.




No comments:

Post a Comment