Friday, June 20, 2014

ადამიანი და მუსიკა

    მუსიკა ნოტებისაგან შემდგარი ხელოვნებაა, რომელიც ნამდვილადაა ადამიანის მარავალმხრივი ნიჭის ულამაზესი გვირგვინი.მუსიკა ყველაზე ძლიერი იარაღია, რადგან რითმი და ჰარმონია ყველაზე მეტად აღწევს დაცულ და იდუმალ ადგილებს, ადამიანის სულში, იგი მართლაც რომ ცხოვრებას გვილამაზებს.

       მუსიკა გაჩნდა მაშინ, როდესაც გაჩნდა ადამიანი, ამის შემდეგ კი მუსიკა და ადამიანი განუყოფელია. მუსიკაც განსხვავაებულია ისევე როგორც ადამიანის გემოვნება. მსოფლიოში დღეს მრავალი მუსიკალური ჟანრია გავრცელებული, მათი დახარისხება და ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა არსებობს გამორჩეული მუსიკალური ჟანრები, რომელთა წარმოშობის და განვითარების ისტორია მეტად საინტერესოა. დღესდღეისობით მსოფლიოში საოპერო მუსიკა, ჯაზი, როკი, პოპი, რეპი და ელექტრონული მუსიკა ფართოდაა გავრცელებული.მუსიკა მოქმედებს, არა მხოლოდ სულზე ასევე გულზეც და გონებაზეც. მაგალითად: მიაჩნიათ რომ კონკრეტული მუსიკალური მიმდინარეობები , ხელს უწყობს ბაშვის აღზრდას, მის გონივრულ და ემოციონალურ ჩამოყალიბებას. ფსიქოლოგი ენტონი სტორი წერს: მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის ფუნქციის მოშლილობით.


     

  ნიმუშისათვის სთორს მოჰყავს ერთერთი ავადმყოფის მაგალითი, რომელიც დაავადებული იყო პარკინსონის დაავადებით, მოშლილი ჰქონდა ხელ-ფეხის მოძრაობის უნარი და იმდენად უმწეო იყო, საერთოდ ვერ ახერხებდა განძრევას,მაგრამ როდესაც ის შეეცადა და გაიხსენა ბავშვობის დროინდელი მელოდიები, ამან თითქოს გაანთავისუფლა უმოძრაობის ჩარჩოებისგან და მკურნალობის პროცესში გარკვეულ პროგრესს ჰქონდა ადგილი.ვარაუდობენ, რომ საკუთარი გულისცემა, აგრეთვე სუნთქვაც, ქვეცნობიერ გავლენას ახდენს, რიტმის აღქმაზე. შესაძლოა ზუსტად ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ადამიანები ძირითადად ამჯობინებენ ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებს სადაც ტემპი არის 70-100 BPM (Bits Pear Minut). ეს არის ჯანმრთელი, ზრდასრული ასაკის ადამიანის საშუალო პულსი.

No comments:

Post a Comment