Friday, June 20, 2014

სიცოცხლის უფლება?!

  

ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული პირების მიერ,  თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და თუ სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდება წინასწარი გასაუბრება. გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასული უნდა იყოს სამი დღე (მოსაფიქრებელი ვადა).
აბორტის დროს ქალის ფსიქიკა ზარალდება, რამაც შეიძლება, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ნევროზების და სხვა ნერვული აშლილობების სახით იჩინოს თავი.
არჩევანი ქალის პრეროგატივაა. კანონმდებლობით აბირტის გაკეთებაზე მამის თანხმობა არ არის საჭირო, თუმცა სამინისტროს ბაზაზე მოქმედი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საბჭო მიმდინერე დისკუსიებში აღნიშნულ თემასაც განიხილავს. საკითხის საბოლო შეჯერების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება აბორტის ახალი რეგულაციების სრული პაკეტი შესაბამისი რეკმენდაციებით.
კანონის თანახმად თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით.

 2012 წლის მაჩვენებლებით, ხელოვნური აბორტების რაოდენობა 300 % – ით  არის გაზრდილი. 2011 წელთან მიმართებაში ზრდა 28%- შეადეგნს (7394 შემთხვევით მეტი, სულ 34 253 აბორტი). საქართველოში მზარდი ტენდენცია შეინიშნება, როგორც ხელოვნურ ასევე თვითნებური (სპონტანური) აბორტების შემთხვევებშიც. 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წელს თვითნებური აბორტების რაოდენობა გაზრდილია დაახლობით 110% -ით
.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ საათში რვა ქალი კვდება არალეგალური აბორტის შედეგად. წლიურად ეს მაჩვენებელი 68 000 გარდაცვლილი ქალია.

No comments:

Post a Comment