Saturday, June 21, 2014

მაიკლ ჯექსონის ექიმი დამნაშავედ ცნეს


ლოს-ანჯელესის სასამართლში ექვსკვირიანი მოსმენა დაასრულდა – მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი, მომღერლის არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაში დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვნად ცნეს.

განათლებული თაობა ?!

       დღევანდელი გამოკითხვიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახალ თაობას გონებრივი საზრდო აკლია. ძალიან სამწუხაროა, რომ მომავალი თაობა გაუნათლებელია. ჩემი აზრით თავად ოჯახმაც უნდა მიაქციოს შვილების განათლებას ყურადღება არასდროს არ არის გვიანი თუ ადამიანი მიზანს დაისახავს. გაუნათლებელი ხალხია საქართველოში.... ძირითადი მასა საზოგადოებისა ზალიან დაბალი დონისაა,  ამ ხალხს ჭკუა ნამდვილად არ გადმოსდით თავიდან, მაგრამ მეორე მხრივ არც ამ ტიპის გამოკვლევას არ მივიჩნევ სწორად.ეს არის "სენსაციაზეგათვლილი გადაღებაასეთი სიტყვებით თამაშითარასწორი სავარაუდო პასუხებით და ფსიქოლოგიური ზეწოლითრა რესპოდენტზე ხორციელდებანებისმიერ ადამიანს დააბნევმითუმეტეს კამერის წინ




 თუ საქართველოში უცოდინრობის დონე მაღალიაეს იმის ბრალიარომ ტელევიზიები ყველანაირ სიდებილეს გადაცემს მაყურებელსასე რომ ეს "განათლებულიჟურნალისტი ხალხის უცოდინარობაზე კიარა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სიდებილეზე უნდა ნილირებდეს !

      ზოგადად არასდროს არ ვყოფილვარ მსგავსი გამოკითხვების მომხრე საზოგაოებაში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამით ხაზს გავუსმევდი ჩემი ქვეყნის ინტელექტუალობის დონეს.ესე მეგონა რომ  ჟურნალისტს ძალიან მაგარი ეგონა თავი გამოკითხვის დასრულებისას....ესაა ჩვენი უბედურებასაბოლოოდ მონტაჟდება „სამარცხვინო“ ვიდეო, რომელსაც  მთელ ერს ვაჩვენებთ.“ ნახეთ რა კარგიაროგორი დებილები ვართდა ამაყობენ ამით.



უეტერგეიტის საქმე

                                               უოტერგეიტის საქმე“


                        სზოგადოების, პოლიტიკის სისტემაში დიდ როლს თამაშობს მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და გავრცელებას. ცივილიზაციის განვითარების სისტემაში ინფორმაცია სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძუველი იყო. სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს ფორმირება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციასთან, შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. ამიტომაც ჯურნალისტებს ხშირად უწოდებენ „მეოთხე ხელისუფლების“  წარმომადგენლებს. თუმცა ამ მოსაზრებას, იმთავითვე, ყავდა მოწინააღმდეგეები, რომლებიც მედიას ამდენად მძლავრ ორგანიზაციად არ მიიჩნევდნენ.  საზოოგადოებისთვის მედიის როლი თვალსაჩინო გახადა ეგრეთ წოდებულმა „უოტერგეიტის“  საქმემ. ეს იყო ჯურნალისტური გამოძიება, რომელმაც გამოააშკარავა, რომ პრეზიდენტ ნიქსონი თეთრ სახლში გამართულ საუბრებს უკანონოდ იწერდა, რამაც დაადასტურა მისი მონაწილეობა ამ საიდუმლო ოპერაციაში. ეს კორუფციული საქმე საფრთხეს უქმნიდა შეერთებული შტატების თავისუფალ საარჩევნო სისტემას.

                                    ყველაფერი 1972 წლის 17 ივნისს გამთენიისას დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევო კამპანიის 5 აქტივისტი უოტერგეიტის კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.
  გაზეთვაშინგტონ პოსტისკორესპონდენტების კარლ ბერნსტეინის და ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოძიების დროს დადგინდა, რომ უოტერგეიტის საქმე უფრო ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
 
ბობ ვუდვარდის განცხადებით:
ჩვენ გამოვავლინეთ ის ხალხი, რომლებიც შეერთებული შტატების თავისუფალი საარჩევნო სისტემის დანგრევას ცდილობდა და დემოკრატების წინააღმდეგ ჯაშუშობას და საბოტაჟის აქტებს ანხორციელებდა.“
                         
                             ამ საქმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კონგრესის დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად კი დადგინდა, რომ შეთქმულებაში თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტ ნიქსონის სარჩევნო კამპანიის წევრები მონაწილეობდნენ.
  1973 წელს სენატში გამართული მოსმენების დროს გამოვლინდა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი თეთრ სახლში გამართულ საუბრებს უკანონოდ იწერდა, რამაც დაადასტურა მისი მონაწილეობა ამ საიდუმლო ოპერაციაში. 1974 წელს, როდესაც თეთრი სახლის ჩანაწერები გამოაშკარავდა, რიჩარდ ნიქსონმა კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა დაკარგა და თემთა პალატაში უეჭველი იმპიჩმენტისა, ხილი სენატში დატუსაღების შესაძლებლობის წინაშე დამდგარი ნიქსონი ათ დღეში გადადგა, რითაც პირველი და დღემდე ერთადერთი ასს-ს პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამ პოსტიდან ვადამდე გადადგა.  რიჩარდ ნიქსონმა მაშინ ასეთი სიტყვები წარმოთქვა:
მე არ მჩვევია უკან დახევა და პრეზიდენტის ოფისის დროზე ადრე დატოვება ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, პირველ რიგში ამერიკის ინტერესებით ვიმოქმედო.“

                 
 ამ საქმის გამომჟღავნებისთანავე ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მომენტალურად გახდნენ ტრიუმფატორები. მათ ამ თემაზე დაწერეს ორი წიგნი, რომლებიც მაშინვე გადნენ „ბესტსელერები“ გახდა. ფინანსურ წარმატებასთან ერთად კარლ ბერსტეინი და რობრტ ვუდვორტი გმირებიც გახდნენ. შემდეგში მათი გამოძიება დაედო საფუძვლადრეჟისორ ალან პაკულას ფილმს, რომელიც ცხელ კვალზე გადაიღეს 1976 წელს, ფილმმა 4 ოსკარი აიღო. 

მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში


    კულტურა, რა შეიძლება ითქვას მასზე? ალბათ, მისი ერთ ერთი უმთავრესი მოვალეობაა, გარკვეული ზეგავლენა იქონიოს ზოგადად ადამიანის ფენომენზე და მის შინაგან სამყაროზე.

ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები


ამერიკული პორტალი CelebrityCafe, რომელიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრებას აშუქებს, ყველაზე ძვირადღირებული ვარსკვლავური განქორწინებების ათეულს აქვეყნებს.

ფოტოგრაფი: ევგენი ხალდეი


ევგენი ხალდეი-დაიბადა ქალაქ იუზოვკაში, დონეცკში  23 მარტს 1917 წელს . 13 მარტს 1918 წელს ებრაელთა გარღვევის დროს მოკლეს მისი დედა და ბაბუა და თვიტონ პატარა 1 წლის ევგენი იყო დაჭრილი მკერდის არეში, მას გაუმართლა იგი გადარჩა.
სწავლობდა ხედერში, 13 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ქარხანაში. 13 წლის იყო როდესაც მან გადაიღო თავისი პირველი ფოტო, თვითნაკეთი აპარატით. 18 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა ფოტოკორესპონდენტად !