Friday, June 20, 2014

საბანკო სესხები

 როგორია ბანკებსა და ადამიანებს შორის ურთხიერთობა? ვალის დასაფარად აღებული ვალი, თუ მცირე ბიზნესისთვის წამოსაწყები თავდაპირველი თანხა? თანხის მისაღებად ჩადებული ბინები. ამ თემაზე ვრცლად შემდეგი სიუჟეტიდან შეიტყობთ 
 40 წლის ალეკოს, 2007 წლიდან რამდენიმე ბანკთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი თქმით, ბანკებს მაღალი პროცენტები აქვთ, რის გამოც ბევრი ადმიანი სესხის აღებისგან თავს იკავებს. ამასთან ერთად, ალეკო აღნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროცენტმა  დაიწია, თუმცა ხალხს შესაბამისი შეღავათები მაინც არ აქვს. ბანკების კლიენტები კრედიტის აღებით საკუთარი პირობების გაუმჯობესებას ცდილობს, მაგრამ ხანდახან ავიწყდებათ რომ სესხის დასაფარად სტაბილური სამსახური და ხელფასია საჭირო.
„იყო პერიოდი, რომ სამსახურის უქონლობის გამო სესხს ვეღარ ვიხდიდი. ამის გამო ბანკმა არანაირი შეღავათი არ გამიწია. არც გაყინვა, არც გადავადება, არც რესტუქტურიზაცია.“
რადიო თავისუფლებამ რამდენიმე გამვლელს ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე აზრის გაზიარება სთხოვა:
„მათთან კავშირი არ მქონია. რატომ უნდა მქოდნეს, მწყევლი?“
„ვსარგებლობ და მემგონი, ნორმალურია. თუ კარგი გადამხდელი ხარ არ არის არანაირი პრობლემა.“
„პროცენტი ძალიან მაღალი რომ არ იყოს, მეც მექნებოდა ბანკთან შეხება.“
 „მომწონს, რომ ბანკები სესხებს კარგად ანაწილებენ.“
 „კარგია, მაგრამ ბინებს, რომ ართმევენ ხოლმე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს სესხის დასაფარავად ხელი უნდა შეუწყონ.“
„ბანკთან საქმის დაჭერას, ჯობს, ჩამოიკიდო თავი და დაამთავრო ყველაფერი.“
ხშირია შემთხვევები, როცა სესხის გადაუხდელობის გამო, ბანკები იძულებულები არიან მომხმარებლის მიერ თანხის სანაცვლოდ ჩადებული ბინა გაყიდონ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, ქეთევან კრაწაშვილის თქმით, ეს არის ორმხრივი ვალდებულება, როცა ერთი მხარე მეორეს რაღაც თანხას გადასცემს, რომელიც აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. სესხის დამტკიცებისას ხელშეკრულება დგინდება. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი მოვალეს აუცილებლად აფრთხილებს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ბინა გაიყიდება. კრაწაშვილი ამბობს, რომ ბანკის მიერ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები დასახმარებლად ხშირად აკითხავენ.
„პირველ რიგში ვამოწმებთ, რამდენად კანონიერად დაკარგა ადმიანმა ბინა, რაოდენ რთული გასაგებიც არ უნდა იყოს, ბინები კანონიერად იკარგება. თუ დავადგინეთ, რომ კანონიერად არის დაკარგული, ჩვენ ვურჩევთ, რომ არსებობს სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომლისთვისაც მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გარკვეული თავშესაფარი.“
სოციალურად დაუცვლთა ბაზაში მოხვედრის შემდეგ, დაზარალებულები უსახლკაროთა ბაზაში მოხვედრას ითხოვენ. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით გაჭირვებულებს უკმაყოფილდებათ, რადგან სახელმწიფოს არ აქვს საშუალება თითოეულ მათგანს დაეხმაროს. წელს დროებითი საცხოვრებელი  მხოლოდ 24 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
„სოციალური დახმარების შესახებ კანონში არის ჩადებული მუხლი, რომ სახელწიფო უსახლკაროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, თუმცა ეს ძალიან დეკლარაციული მუხლი და რატომღაც არცერთი მოქალაქე  სასამართლოში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს იმ შემთხვევაში, როცა ის არის უსახლკარო და სახელწიფო საცხოვრებლით არ უზრუნველყოფს.“
 საბანკო ექსპერტის, ლია ელიავას განმარტებით, დღეისათვის, სესხების საერთო მოცულობა კლების ტენდენციით ხასიათდება. წინა წელთან შედარებით, კრედიტის გაცემა ორჯერ შემცირდა. ლია ელიავას აზრით, საბანკო კრედიტის აღება, „ვალში გახვევას“ უკავშირდება.
 „საბანკო სესხის აღებას მაშინ აქვს აზრი, როცა მსესხებელი 100 %-ით დარწმუნებულია, რომ შეძლებს ვალის გასტუმრებას.“

მიუხედავად იმისა, რომ ბანკებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ მარიამს ბევრი სმენია, უკვე 4 წელია, რაც ერთ-ერთი ბანკიდან ბინის გასარემონტებლად იპოთეკური სესხი გამოიტანა. თანხის სანაცვლოდ მან საუთარი ბინა ჩადო.
„ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისათვის, რომ დიდი თანხა უცებ მოიპოვო.“

მარიამის თქმით, ის პატიოსანი გადამხდელია. მას  ბანკში თანხის შეთანის თარიღი ზუსტად აქვს განსაზღვრული. ის თვლის რომდღეისათვის ბანკთან კარგი ურთიერთობა  ყველასთვის გამოსადეგი და მისაღები უნდა იყოს. 

No comments:

Post a Comment