Friday, June 20, 2014

სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობამ ის დაკარგა რაც გვაადამიანებდა

სახელი: თამუნა (თამო)


გვარი: ჩაჩავა

დაბადების თარიღი: 30/04/1992







     ადამიანი იბადებაიზრდება და შემდეგ კვდება. კაცმა რომ მკითხოს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო მაინც ბავშვობაა.ყველა დიდიხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ს.იმ სიცელქესა და სილაღეს არაფერი სჯობს, მაშინ ყველგან მხიარულება და სიმშვიდე სუფევდა.



     ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო დროს მომრავლდნენ  „სხვანაირად“ მოაზროვნე ადამიანები, მათ უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა ზოგს კომპლექსების, ზოგს კიდე უბრალოდ უინტერესობის გამო, ისინი გაურბიან ხანგრძლივ ურთიერთობას, იმიტომ რომ არ სურთ პასუხისმგებლობის თავზე აღება, ალბათ იმიტომ რომ აშინებთ მოვალეობები, ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ რომ ბოლოს სახლიდან გამოსვლაც აღარ მოუნდებათ.


     როდესაც ცხოვრება გთავაზობს ამდენსსასიამოვნო სიახლეს, როდესაც ხვდები რომ ცხოვრებაში აღარ უნდა იყო მარტო ,რატომ კრავ ხელს და რატომ ბრუნდები ისევ მომაბეზრებელ ყოველდღიურობაში. მგონი ჯობდა რომ სამყარო ისეთივე ჯადოსნური ყოფილიყო , როგორიცაქამდე იყო, მანამ სანამ მეცნიერება ყველაფერს პასუხს მოუძებნიდა. რამდენი რამ ჰქონდა მაშინ ადამიანს საფიქრალი და ამოუცნობი, რამდენი რამ იყო ზღაპრული და მიუწვდომელი, არ ვიცი რამინდა, გული მტკივა...ეს სინანულია,  სინანული იმისა, რომ შეიძლება უკეთესებიც ვყოფილიყავით. ძალიან ხანმოკლეა არ მიყვარს   ამპარტავნებაში, რომ გადასდით, ის რომ საკუთარი სურვილი თუ ნება ვერ უთანხმდებაგარემოს.მგონი რაღაცას მივუახლოვდი...ბავშვობაში დავწერე თემა „მე რომ ყოვლისშემძლე ვყოფილიყავი“, მახსოვს დავწერე ისეთ ქალაქზე სადაც ყველაბედნიერად იცხოვრებდა, სადაც ყველა იქნებოდა ისეთი როგორებიც არიანსინამდვილეში.გამჭვირვალე იქნებოდა მათი შინაგანი „მე“ და ყველა ერთმანეთსდაინახავდა, ტვინი დაისვენებდა ათასგვარი ხრიკების ახლართვა-ჩახლართვისაგან,სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანის გულს ექნებოდა უფრო მეტი დატვირთვა.

     ჩემი სურვილი იმდენად დიდია შესაძლებლობებთან შედარებით, რომ უბრალოდ სასაცილოა...როგორ მოვეფერებოდი ყველაფერს ჩემ ქალაქში... იმ მოყინულ ხეებს, ქუჩებს, ქუჩაში მოსიარულე ხალხსაც კი გავაცოცხლებდი და ავანთებდი. ყველგან სითბო და სიყვარული იქნებოდა...ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ. სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობამ ის დაკარგა რაც გვაადამიანებდა და ბედნიერებას გვანიჭებდა.

No comments:

Post a Comment