Friday, June 20, 2014

ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ ბიზნეს გარემოს კომპანიები აფასებენ

ერთ წელზე მეტი დრო გავიდა, რაც ხელისუფლების სათავაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით საინტერესო ქვეყანა იქნება. ასევე ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრემიერს ხშირად უთქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს გარემო იქნება ისეთივე თავისუფალი, როგორიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში.
 „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა  თუ რამდენად შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებული ბიზნეს გარემობა ზარზე არსებული კომპანიებისთვის:
internet-marketing-business-developmentროგოც კომპანია „ნიკორა“-ში განაცხადეს, ბოლო ერთ წელიწადში აღინიშნება ჯარიმების შემცირების ფაქტი, ასევე სხვადსხვა პროცენტულობით შემცირდა ადმინისტრაციული ჯარიმები, მაგალითად სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა, კომპანიაში აღნიშნავენ, გარემო სტაბილურია მუშაობისთვის.
მათივე თქმით კომპანია  დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით განაგრძობს განვითარებას -  ფართოვდება სავაჭრო ქსელი, იზრდება პროდუქციის ასორტიმენტი და ხდება ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა.
ელიტ ელექტრონიქსში აცხადებენ, რომ მათი კომპანიისთვის ბოლო ერთი წელი მზარდია და დადებითად აფასებენ იმ გარემოს, რაც შეიქმნა გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, როგორც კომპანიაში აღნიშნეს მათი ბიზნესის მზარდობა 35%-ი პროცენტია.
ციფრული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელ „მობი“-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ერთი წლის განმავლობაში მათთვის ბიზნეს გარემო დადებითად შეიცვალა, რადგან  უფრო გაფართოვდნენ. მათივე თქმით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალი პროდუქცია და ახალი ბრენდები შემოიტანეს თავიანთ მაღაზიების ქსელში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე,  კომენტარი კომპანია „ბარამბომ“ გააკეთა, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  2013 წელს  კომპანიის უძრავ ქონებას დაედო ყადაღა, რაც ზღუდავს კომპანიას განახორციელოს ახალი პროექტები და მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ  (სხვადასხვა) ტენდერებში.
ასევე მათი განცხადებით პროდუქციის წამოებაც შემცირებულია.  
 ჰიპერმარკეტების ქსელ ფრესკო“-ში აცხადებენ, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნეს გარემოა. 2 წელია რაც „ფრესკო“ დაარსდა და უკვე 2 ჰიპერმარკეტი გახსენეს, ასევე ამ წელს იგეგმება მესამე ობიექტის გახსნა.
კომპანი იფქლში გვითხრეს, რომ დიდი ძვრები ან ცვლილებები არ არის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ზრდა მცირედით ფიქსირდება და დაახლოებით 5%-ია მათთან მზარდობა.
„არის სტაბილურობის განცდა, რაც წინათ ნაკლებად იყო“, -აცხადებენ კომპანიაში.
ჩვენი დაკავშირების მიუხედავა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  „ტკბილმა  ქვეყანამ “ კომენტარისგან თავი შეიკავა.
30.10.13
შაკო მამუკაშვილი

No comments:

Post a Comment