Friday, June 20, 2014

WI-FI


 


  ჰედი ლამარს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ვარსკვლავად მიიჩნევენ. სექსუალური და ჰოლივუდში საკმაოდ თამამ მსახიობად აღიარებული ლამარი მხოლოდ კინო-კარიერით არ იყო დაკავებული. ჰედი ლამარი მეცნიერიც გახლდათ. მისი მეგობარი, კომპოზიტორი ჯორჯ ანთეილი სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებდა.  ერთ-ერთ მუსიკას, რომელიც ჯორჯმა შეარჩია, რამდენიმე მექანიკური პიანინო სჭირდებოდა, რომლებიც ერთდროულად დაუკრავდნენ. სწორედ ამ ფაქტმა ლამარი კოდირებული, საიდუმლო კომუნიკაციის სისტემის შექმანზე დააფიქრა. 1942 წელს კი მან კავშირის საიდუმლო ქსელი დააპატენტა. 
 


 მოწყობილობა რომელიც დღეს GSM სისტემისა და WI-FI-სთვის გამოიყენება 1962 წელს ამერიკულ ტორპედოების  სიხშირის დასაბლოკად და მათ სამართავად იყენებდნენ. სიხშირის აჩქარების განფენილობის სპექტრის გამოგონებისთვის ლამარს ელექტრონულმა სასაზღვრო ფონდმა ჯილდოც კი გადასცა. მსახიობის დაბადების დღე 9 ნოემბერი კი, გერმანიაში  გამომგონებლის დღედ გამოაცხადეს.



  Wi-Fi-თ ინტერნეტში უსადენო შესვლა სპეციალური შეღწევის რადიო-წერტილებით ხდება. საკმარისია არსებობდეს Wi-Fi- თუნდაც ერთი წერტილი, რომ 300 მეტრიანი რადიუსის ზონაში, ნებისმიერულ კომპიუტერულ ტექნიკას რომელსაც გააჩნია Wi-Fi მოდული ინტერნეტში შეღწევა შეუძლია.
 
  არსებობს ბევრი მითქმა-მოთქმა რომ wi-Fi ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა ამაზე საუბარი მაინც უშედეგოა. მთავარი ისაა, რომ ჰედი ლამარის გამოგონებამ სამსახურის გარეთ საქმის კეთება და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში მეგობრების მოკითხვა უფრო გაამარტივა.



No comments:

Post a Comment