Saturday, June 21, 2014

ბნელი ყუთი, რომელმაც სამყაროს გადატრიალება მოახდინა

   
იტალიელმა ფიზიკოსმა დელა პორტამ თავის მოწაფეებს თავდაპირველად კამერა-ობსკურა მხოლოდ გამხიარულების მიზნით აჩვენა. ბავშვების თქმით, მათ წინ კედელზე თავდაყირა მოსიარულე ადამიანთა გამოსახულებები გამოჩნდა. შეშინებული მოსწავლეები ოთახიდან გაიქცნენ. დელა პორტა ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და მოსწავლეების მშობლებმა მასწავლებელი სასმართლოს გადასცეს. კამერა - უბსკურა ლათინურ ენაზე ბნელ ოთახს ნიშნავს. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივი, თუმცა შედეგები ერთობ შთამბეჭდავი გახლდათ.
 კამერა ობსკურა თანამედროვე ფოტოაპარატების პირველსახე იყო, თუმცა ის დელა პორტას დროის აღმოჩენა არ ყოფილა. ჯერ კიდევ არისტოტელემ ძვ.აღ 384- 322 წლებში შეისწავლა პრინციპი, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო კამერა - ობსკურას მუშაობას.

  მრავალი მცდელობის მიუხედავად, შუქგამძლე ფოტოგამოსაახულების მიღება მე-19 საუკუნემდე მოხერხდა.ფრანგმა ფიზიკოსმა ნიეფსმამ შუქგამძლე ფოტოგამოსახულების მიღებაზე მუშაობა 1816 წლიდან დაიწყო.წარმატება მას ლითოგრაფიული ექსპერიმენტების ჩატარებამ მოუტანა. ნიეფსმა თავისი მეთოდის დასახვეწად 1829 წელს თანამშრომლობა შესთავაზა გავლენიანმა მეწარმემ ლუი დაგერსმამ.1833 წელს, ნიეფსის სიკვდილის შემდეგ, დაგერმა მნიშველოვან წარმატებას მიაღწია. საზოგადოებას დაგერის მეთოდი, რომელიც დაგეროტიპის სახელწოდებით გახდა ცნობილი, 1839 წელს წარუდგინეს. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
. მეცნიერი ჰელმუტ ჰელსჰემი თავის წიგნში ( ფოტოგრაფიის ისტორია) წერს " ალბათ არცერთ სხვა გამომგონებელს არ მიუბყრია საზოგადოების ისეთი ყურადღება და არ მოუპოვებია აღიარება ისე სწრაფად, როგორც ეს დაგეროტიპის შმთხვევაში იყო." ერთი საათის შემდეგ ოპტიკის ყველა მაღაზია ხალხით იყო სავსე. საუკეთესო ვაჭრებიც კი
ვერ უძლებდნენ ცდუნებას და არ იშურებდნენ ფულს იოდისა და ვერცხლისწყლის საყიდლად.
     XIX  საუკუნის  80 - იანი წლების მიწურულს ბევრს, ვისაც სურვილი ჰქონდა,  ფოტოგრაფი გამხდარიყო, გასაქანი არ ეძლეოდა, რადგან ფოტოგრაფია საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 1888 წელს ჯორჯი ისტმეის გამოგონებამ ფოტოგრაფია ყველასათვის ხელმისსაწვდომი გახადა. ასე რომ, ფოტოგრაფიამ წლების განმავლობაში საოცარი პროგრესი განიცადა.  ის შეიძლება მსოფლიოს უდიდეს აღმოჩენებს და გამოცემებს მივაკუთნოთ, რადგან ბევრს დღესაც ჭირს იმის გააზრება, თუ როგორ შიძლება ერთ უბვრალო ფირზე აღიბეჭდოს ცხოვრების მთელი ეპიზოდები.

No comments:

Post a Comment