Friday, June 20, 2014

აპარტეიდიდან აპარტეიდამდე


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ძალიან საინტერესესო, კოლორიტული ქვეყანაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უსაზღვრო მრვალფეროვნება ყველაფერში. ქვეყანაში 11 ენა ითვლება სახელიფოდ ენად. ერთ დროს ის აყვავებული, ძლიერი ქვეყანა იყო. ქვეყანა , რომელმაც შექმნა ატუმური იარაღი და თავადვე თქვა უარი მასზე. ქვეყანა სადაც გაკეთდა მსოფლიოში პირველი გულის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. ალბათ ერთადერთი ქვეყანა აფრიკაში სადაც არ მომხდარა სახელმწიფო გადატრიალება.
1994 წლამდე ის ერთადერთი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც დაკანონებული იყო აპარტეიდი, ანუ მოსახეობის დაყოფა კანის ფერის მიედვით. თეთრები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენდნენ, მიუხედვად ამისა არსებობდა ისეთი კანონები, რომლის მიხედვითაც შავკნიანებს არ ჰქონდათ საღამოს სახლიდნ გამოსვლის, თეთრკანიანთა უბანში გავლის, ტრანსპორტით მგზავრობის უფლება, არაფერი რომ არ ვთქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.
1989 წლის სექტემბერში პრეზიდენტად არჩეული იქნა ფედერიკ დე კლერკი , როელმაც დაიწყო აქტიური ქმედება აპარტეიდის სისტემის ლიკვიდაციისათვის. დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ და სხვადასხვა სანქციებმა. თეთრმა მოსახლეობამ უარი თქვა თავის გაბატონებულ მდგომარეობაზე. შეცვალეს კანონები, ციხიდან გამოუშვეს ნელსონ მანდელა, 1994 წელს გაიმართა საყოველთაო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა. ხელისუფლებაში პირველად მოვიდნენ შავკანიანი მმართველები.
 ასე დამთავრდა აპარტეიდის ეპოქა და დაიწყო არანაკლებ მძიმე და უსამართლო ერა ქვეყნის ისტორიაში, რაზედაც მინდა დავწერო დღევანდელ პოსტში. რა თქმა უნდა აპარტეიდას არანაირი გამართლება არ აქვს. მაგრამ ის რაც ხდება ქვეყანაში დღეს, არანაკლებ შემაშფოფებელია.
ადრე თეთრები ცხოვრობდენენ ცალკე თავისთვის, საკუთარ ფეშენებელურ უბნებში -შავები კი ცალკე თავიანთ უბნებში. თეთრ მოსხლეობაში თითქმის ყველას ჰქონდა ლამაზი დიდი სახლი და ყველას ჰყავდა მოსამსახურე. იყვნენ მდიდარი ზანგებიც, თუმცა ისინი არ ცხოვრობდნენ თეთრებთან ერთად. დანაშაულის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იყო. პოლიციელები იყვნენ თეთრები. საზღვრები იყო ჩაკეტილი . დღეს ყველაფერი აირია, ყველა ცხოვრობს იქ სადაც უნდა. საზღვრები კი ფაქტიურად არ კონტროლდება.

No comments:

Post a Comment