Friday, June 20, 2014

U19 - ქართული ფეხბურთი ცოცხალია! "საქართველო ჰოლანდიაზე ძლიერია,"- ვიმ ვან ზვამ

ვინ იცოდა, რომ „ჯვაროსნების“ წყალობით ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშებოდა. 18 ნოემბერს ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა  ჰოლანდიელ თანატოლებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 6 ფეხბურთელი იყო იმ გუნდიდან, რომელთანაც 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, 2012 წლის 13 მაისს დავმარცხდით.

"ამ გუნდს ვიცნობდით და თვალს ვადევნებდით. მინდა აქცენტი მეორე გოლზე გავაკეთო. ქართველმა ფეხბურთელმა ნახევარი მოედანი ისე გაიარა, რომ ხელი ვერ შევუშალეთ. ეს ახალგაზრდული ფეხბურთია და საქართველო დღეს უფრო ძლიერი იყო,“- მატჩის შემდეგ განაცხადა ჰოლანდიელთა თავკაცმა ვიმ ვან ზვამ.
„შური ვიძიეთ, ჰოლანდია ჯგუფში ჩავტოვეთ,“ – გამარჯვება ასე შეაფასა, ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა,  ვასილ მაისურაძემ.
ბრწყინვალე სტარტის შემდეგ ახალგაზრდა ჯვაროსნებმა მაისში, შვეიცარიაში ელიტ რაუნდიც დამაჯერებლად დაიწყეს.  პირველ შეხვედრაში შვეიცარიას 2:1 მოუგეს, შემდეგ კი კვიპროსი 5:1 დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატის საგზურამდე სულ ცოტა რჩებოდა, თუმცა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, "ჯვაროსნების" თავდადებული თამაშის მიუხედავად ისრაელმა 1 გოლის გატანა მოახერხა და ევროპას დავემშვიდობეთ.


ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე და  ელიტ რაუნდში ახალგაზრდა "ჯვაროსნები," დამაჯერებლად, ლაღად და ლამაზად თამაშობდნენ. ერთხელ მაინც უნდა უყუროთ მათ თამაშ და მიხვდებით, საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა. 

https://www.youtube.com/watch?v=FidTwM6FUvQ 

No comments:

Post a Comment