Friday, June 20, 2014

ტატუ


ტატუირება_ანუ ორნამენტებით, წარწერებითა და ციფრებით  სხეულის მოხატვა,  21-ე საუკუნეში მოდურ ტენდენციად იქცა. ტატუს  6 ათას წლიანი ისტორია აქვს. თუმცა, ყველაზე ძველი ტატუ ეგვიპტეში გიზეს პირამიდის შესწავლისას აღმოაჩინეს, 4 000 წლის მუმიებს გამხმარ კანზე მკვეთრად გამოკვეთილი ორნამენტები ემჩნეოდათ. ეგვიპტის შემდეგ, ამ ხელოვნებამ საბერძნეთსა და სპარსეთშიც გადაინაცვლა.
  პირველად სიტყვა ტატუ, რაც ჭრილობას ნიშანას, ევროპაში კაპიტან კუკის მოგზაურობის შემდეგ შემოვიდა. კაპიტანმა ჯეიმს კუკმა 1769 წელს ტაიტიდან  გვამი ჩამოიტანა, რომელიც მთლიანად მოხატული იყო.

 ტატუირებამ განვითარების დიდი გზა განვლო. თუ კი ადრე მხოლოდ ერთი ფერით იხატავდნენ სხეულს, ახლა პალიტრა უფრო მრავალფეროვანი გახდა. ტატუს სხეულის ყველა ნაწილზე, მათ შორის თვალზეც, ენასა და კბილზეც კი იკეთებენ.




პოპულარული ადამინების სხეული სხვადასხვა სიმბოლოებითაა დაფარული. ანჯელინა ჯოლი ყოველთვის ორიგინალური ტატუებით გამოირჩეოდა.  მას სხეულზე მრავალი სიმბოლოსა და გამონათქვამის ტატუ აქვს. ჯონი დეპი კი, 17 წლის იყო როდესაც პირველად სხეულზე ინდიელის თავი დაიხატა. პენელოპა კრუსის მარჯვენა კოჭზე ციფრები „883“  აწერია, რაც არავინ იცის რას ნიშნავს.
  თითოეულ სიმბოლოსა და ორნამენტს თავისი დატვირთვა აქვს. დელფინი თავისუფლებისა და სიყვარულის სიმბოლოა, ჯვარი კი, უკვდავების. ლეოპარდი ძლიერებას აღნიშნავს. ასე, რომ თუკი ტატუს გაკეთება გადაწყვიტეთ, აუცილებელია წინასწარ იცოდეთ სხეულზე რისი დახატვა გსურთ. 


  ტატუს გასაკეთებლად სპეციალური აპარატი გამოიყენება, რომელსაც ნემსი უმაგრდება და კანში საღებავი  შეჰყავს. კანში ინფექცია, რომ არ შეიჭრას ყოველ ჯერზე, კლიენტის თვალწინ, ნემსს ცვლიან, აპარატი კი სტერილიზაციას გადის. ნემსი კანში მილიმეტრ ნახევარზე შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ტკივილს მინუმალურად გრძნობს.
ახალგაკეთებლ ტატუს განსაკუთრებული მოვლაც სჭირდება. იმისათვის რომ ფერი კარგად ჩაჯდეს, სიწითლეც გაქრეს და ტატუირებას გართულებაც არ მოჰყვეს რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ.



თუკი ტატუ მოგბეზრდათ და წაშლა ან გადაკეთება მოინდომეთ არც ეგ არის პრობლემა. სპეციალური აპარატი თქვენს ტატუს ისე გააქრობს, თითქოს არც არასდროს გქონიათ. თბილისის სალონებში ტატუირება 50-დან 350 ლარამდე ღირს და თუ სხეულის მოხატვა გადაწყვიტეთ პროფესიონალები ნებისმიერ სურვილს აგისრულებენ. ფერი, ორნამენტი, წარწერა თუ სიმბოლო _ ეს კი თავად აირჩიეთ.







No comments:

Post a Comment