Saturday, June 21, 2014

ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები


ამერიკული პორტალი CelebrityCafe, რომელიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრებას აშუქებს, ყველაზე ძვირადღირებული ვარსკვლავური განქორწინებების ათეულს აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, განქორწინება ყველაზე ძვირად კალათბრუთელ მაიკლ ჯორდანს დაუჯდა. მაიკლი და მისი მეუღლე, ხუანიტა ერთად 17 წელი ცხოვრობდნენ. წყვილი 1989 წლის სექტემბერში დაქორწინდა, მაგრამ 2006 წლის 29 დეკემბერს მათი თანაცხოვრება დასრულდა. ჰყავთ ორი ვაჟი: ჯეფრი მაიკლი და მარკუს ჯეიმსი. ხუანიტამ ყოფილი მეუღლისაგან 168 მილიონი დოლარი მიიღო.
რეიტინგში მეორე ადგილზე მომღერალ ნეილ დაიმონდისა და მარშა მერფის განქორწინება მოხვდა. 1995 წელს წყვილი დაშორდა. ჰყავთ ორი ვაჟი: ჯესი და მიკაჰი. დაიმონდს მერფისგან 150 მილიონი დოლარი ხვდა წილად. მარშას განცხადებით, იგი ამ მილიონებს ნამდვილად იმსახურებს. უნდა აღინიშნოს, რომ მარშამდე ნეილი სკოლის მასწავლებელ ჯეი პოსნერზე იყო დაქორწინებული, მომღერალს მასთან ორი ქალიშვილი ჰყავს.
რეიტინგის სამეულს რეჟისორის, სტივენ სპილბერგისა და მსახიობის, ემი ირვინგის განქორწინება ხურავს. წყვილი ერთად 1985-დან 1989 წლამდე ცხოვრობდა. ჰყავთ ვაჟი მაქს სამუელი. ემიმ ყოფილი მეუღლისაგან 100 მილიონი დოლარი მიიღო. სპილბერგი შემდგომ ქეით ქეპშოუზე დაქორწინდა.
სიაში მეოთხე ჰარისონ ფორდისა და პროდიუსერი მელისა მეტისონის განქორწინებაა. 21 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ, წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, ჰარისონისგან მელისას 85 მილიონი დოლარი შეხვდა. ფორდი მანამდე მერი მარქუარდტზე იყო დაქორწინებული, რომელსაც მსახიობისგან ორი ვაჟი: ბენჯამინი და ვილარდი შეეძინა. ჰარისონს მელისასთან ასევე ორი ვაჟი, მალკოლმი და ჯორჯია ჰყავს.
მსახიობისა და რეჟისორის კევინ კოსტნერისა და მისი მეუღლის, სინტია სილვის განქორწინება რეიტნგში მეხუთე ადგილს იკავებს. წყვილმა ერთად 16 წელი იცხოვრა. ჰყავთ სამი შვილი: ანიე, ლილი და ჯო. განქორწინების შემდეგ, სილვიამ კომპენსაციის სახით 80 მილიონი დოლარი მიიღო. კევინი შემდგომ დიზაინერ ქრისტინა ბაუმგარტნერზე დაქორწინდა, რომელთანაც ასევე სამი შვილი ჰყავს.
ძვირადღირებულ განქორწინებებს შორის ასევე მოხვდა მადონასა და გაი რიჩის განქორწინება, სხვადასხვა მონაცემებით, მადონამ 76-დან 92 მილიონ დოლარამდე მიიღო. რეიტინგში შევიდა რეჟისორ ჯეიმს კემერონისა და მსახიობ ლინდა ჰემილტონის განქორწინება 50 მილიონი დოლარით; მომღერალ პოლ მაკარტნისა და ყოფილი მოდელის ჰიზერ მილსის განქორწინება – 48,6 მილიონით. სიის ბოლო ადგილს მაიკლ დუგლასისა და დიანდრა ლუკერის განქორწინება იკავებს – კომპენსაცია 45 მილიონი  დოლარი.

წყარო ambebi.ge

No comments:

Post a Comment