Friday, June 20, 2014

სალამი დაო, მშვიდობით ცხოვრებავ

„ადამიანების მმართველი ცხოვრობს შფოთვაში,
დამიანებისგან მართული ცხოვრობს ნაღველში,
ამიტომ დაოს არ სურდა სხვებზე გავლენა მოეხდინა
არ დაემორჩილო მათ გავლენას. ერთადერთი სწორი გზაა - იცხოვრო დაოსთან სიხცარიელის ქვეყანაში. თუ შენ შეგიძლია, დააცარიელო შენი ნავი, როცა ცხოვრების მდინარეს მიჰყვები, არავინ იქნება შენი ჭინაღმდეგი, არავინ მოგაყენებს ზიანს. „


ლაო ძი - ძ.წ VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა ლაო ძი ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო ჩინეთი და გადაიხვეწა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ. ლაო ძიმ კაცობრიობას ფილოსოფიური თხზულება სახელად - დაო დე ძინი დაუტოვა. მ თხზულებამ საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას, დაოსიზმს. თავდაპირველად, დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიურიმიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.წ მეორე საუკუნეში წარმოიშვა რელიგია, რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს.


მისი ძირითადი პრინციპებია დაო - ყოველი არსის დასაბამი კანონი, „საგანთა დედა“, ქვეყნიერების მარადიულა ცვლა, რაც არც ღმერთებს და არც ადამიანურ ძალას ემორჩილება. დაოს მიხედვით, ადამიანი უნდა დაემორჩილოს, დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური, თაყვანი სცეს კულტს, რომლის მთავარი საზრუნავიადემონთა და ავსულთა განდევნაა. დაოს ქდაგება, ოშოს დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ... პირველი სტროფები წაკითხული წიგნიდან და შენიშნვა... მოძღვარი თუ გყავს არ უთხრა... ოშო და დაო, დაოს ცარიელი ქვეყანა, ყოველთის ასეთი მიუღებელი მორწმუნე ხალხისთის.ოშო, მხოლოდ დემონს აღვიძებს...

დემონს? ხო დემონს დემონს.... უცნაურია...ლაო ძი და მისი მოძღვრება იყო პირველი ვინც სიყვარული იქადაგა... რა არის დაო და დე? დაო, არის სიცარიელე, არ არსებობა,რომელიც საფუძველშია ყოველი არსებულისა. დაოს არც დრო და არც ადგილმდებარეობა აქვს, ის არსად არაა მაშინ როცა ყველგანაა. იგი არსაიდან არ შობილა, მაგრამ ყოველთვის მშობელია. „არც იაზროვნო, და არც იფიქრო - აი დასაბამი დაოს შეცნობისა. ნურც ნურსად იქნები და ნურც ნურაფერში იგულმოდგინებ - ეს არის დასაბამი დაოს უშფოთველი წვდომისა“. გამარჯობა დაო, მშვიდობით ცხოვრებავ.

ლაო ძი ამთკიცებდა, არ დაემორჩილო გავლენას, მას არ სურდა სხვის კონტროლი. მაგრამ რამდენი ადამიანის ცხოვრებაში მან ითამაშა მმართველის როლი, დაო ხომ ყოველდღიურ ცხოვებაში შემოიჩრა. ლაო ძი უარყოფს ყოველგვარ რიტულას, უარყოფს მსხვერპლმიწირვას და მხოლოდ თვითშეცნობისკენ მოგვიწოდებს. ადამიანის, სრული პიროვნული თავისუფლება, ას არის დაოს მიზანი, მაგრამ ხანდახან თავისუფლებაც ხომ მონობაა. ზუსტად დაოსიზმმა შეუწყო ხელი ჩინური ბუდიზმის განვითარებას და ამ ქვეყანაში ბუდისტური იდეების დამკვიდრებას.  დაომ დახვეწა ბუდას მიერ აღმოჩენილი ოთხი ჭეშმარიტება : 1. ცხოვრება არის ტანჯვა, 2. ამ ტანჯვის მიზეზია სხვადასხვა ადამიანური მოთხოვნილებები და სურვილები, 3. საჭიროა მათგან განთავისუფლება, 4. ტანჯვისგან თავის დახსნის ერთადერთი საშუალებაა ამქვეყინური რეალობისგან განდგომა და საბოლოოდ ნირვანას (სანსკრიტულად – ჩაქრობა, ჩახშობა, სრული მოსვენება) მიღწევა.


დაოს, მთავარი არსი იყო ადამიანის ყოფიერების შეცვლა. შეექმნა სრულყოფილი არსება, რომელიც იქნებოდა ბრძენი და არა უმეცარი...დაო ქადაგებდა, „ ქვეყნად რაც უფრო მეტია ხელოვნური ტაბუ და შეძღუდვები, მით უფრო ღარიბია ხალხი.“  ამით ლაო ძის მოსაზრება ლოგიკურ დასასრულამდე - ინდივიდუალისტურ ანარქიზმამდე მივიდა.

დაოზე უამრავს ვილაპარაკებ და მაინც ვერ ავხსნი, ავხსნი მის მხოლოდ ერთ ნწილს, ზოგისთის ბნელს ზოგისთის ნათელს... „დაოს მოძრაობა - ყოფიერში გარდაცლაა. ყოველი არსი ყოფიერმა შვა, ხოლო ყოფიერი - არყოფნამ.“ არ არის მარადიული წრებრუნვა ყოფნიდან არ ყოფნამდე და პირიქით. მ იდეას ალბათ ყველაზე ზუსტად ქარჱული სიტყვა „გარდაცვალებაა“ გამოხატავს. ეს დაოს ალბათ უმტავრესი კანონია, თუ დო არაფერია ყველაფერში, მაშინ „დე“ ყველაფერი დანარჩენი, რაც არის დაოს მიღმა. დო დე ძინი - „წიგნი გზისა და სათნოებისა“. და, არის დაო მაერიალური გამოხატულება. დე, დაოსგან განსხვავებით წარმავალი და ყოფადია.


ბრძენმა თქვა:
თვითკმაყოფილი ტყუილად შვრება. მიზნის მიღწევა - წარუმატებლობის საწყისია, დიდება - შერცხვენის დასაწყისია.“ ვისაც ძალუძს, უარი თქვას დიდებასა და წარმატებაზე, ჩამოვიდეს და დაიკარგოს ადამიანებს შორის, ის გაცურავს, როგორც დაო, უხილავი, ივლის თავისუფლად ყველგან, როგორც ცხოვრება, უსახელოდ და უსახლკაროდ. ის უბრალოდ შეუმჩნეველი. რომელი მხრიდანაც შეხედვ - ბრიყვია. მის შემდეგ არ დარჩება ნაკვალევი, ის არ ფლობს ძალაუფლებას. ის არაფერს აღწევს, დიდება მის გვერდით ჩაივლის, დარგან არ განიკითხავს, არც განიკითხავენ. ასეთია სრულყოფილი ადამიანი - მისი ნავი ცარიელია.


მაშ, რა არის დაო?! დაო, არის ადამიანი, მე, შენ , ის... ვაცნობიერებთ ამას თუ არა, დაო არის ჩვენში, როგორც მზე ან დემონი, და ის ძალაუნებურად ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს. დაო, არ არის რელიგია, დაო ცხოვრების ხედვაა, ხედვა რომელიც სიკვილიდან სიცოცხლამდე და სიცოცხლიდან სიკვდილამდე მიგიყვანს. 

No comments:

Post a Comment